x
image
ნინიჩკა
სტამბოლის მეტროპოლიტენთან აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

imageსტამბოლის მეტროპოლიტენთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, თვითნაკეთი ბომბი "ბაირამფაშას" სადგურის მიწისზედა გადასასვლელთან აფეთქდა.
სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს იძიებენ. "როიტერი" აღნიშნავს, რომ ოქტომბერში, ანკარაში მომხდარი მასშტაბური ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.
ადგილობრივი მედია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0