x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თურქეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს ამზადებს

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტირუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული კრიზისი მოგვარების ნიშნებს ჯერჯერობით არ აჩვენებს. პირიქით, რუსეთის მიერს წამოწყებული სანქციების პოლიტიკის საპასუხოდ თურქეთიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისთვის ემზადება. როგორც მთავრობასთან დაახლოებული თურქული გაზეთი “საბაჰი” წერს, თურქეთის ვიცე-პრემიერი მეჰმეთ შიმშეკის ხელმძღვანელობით მომზადებულ იქნა ე.წ. “წითელი ხაზის გეგმა”, რომელიც ითვალისწინებს რუსული სანქციების წინააღმდეგ თურქეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს.


აღნიშნული გეგმის მიხედვით, საბაჟოებზე გამკაცრდება რუსეთიდან თურქეთში შემავალი პროდუქტების შემოწმება, გარკვეული სირთულეები შეექმნება სატრანზიტო სატვირთო მანქანებს რუსული ნომრებით, და მხოლოდ დაწვრილებითი შემოწმების შემდეგ მათ მიეცემათ თურქეთის ტერიტორის გავლით ტვირთბის გადაზიდვის ნებართვა, გადაიხედება რუსეთთან ყველა ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება და პრივილეგია, ასევე შეიძლება რუსული კომპანიების გამორიცხვა ენერგეტიკის სფეროს პროექტებში, მაგალითად მესამე ატომური სადგურის მშენებლობაში, განცხადებული ტენდერებიდან და ა.შ.


აღნიშნული გეგმის განხორციელებისათვის საჭირო იქნება პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს თანხმობა.

0
502
1-ს მოსწონს
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0