x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
კარატეს მასწავლებელი მოწაფეების თვალწინ მოკლეს(ვიდეო)
imageსარატოვის № 62 ლიცეუმში მოხდა საზარელი შემთხვევა.კარატეს გაკვეთილის დროს სპორტულ დარბაზში შემოვარდა მამაკაცი იარაღით და მწვრთნელს ესროლა.მის გარდა დამნაშავემ იქვე მყოფი ორი მშობელი დაჭრა, რომელბიც კარატეს გაკვეთილს ესწრებოდნენ.მკვლელობის დროს დარბაზში ათეულობით ბავშვი იმყოფებოდა.


წინასწარი გამოძიების თანახმად კარატეს მასწავლებელი აზამატ ნორმანოვი მოკლა ერთ-ერთი მოწაფის მშობელმა.


როგორც გაირკვა 17 წლის გოგონამ მამას შესჩივლა, რომ მასწავლებელმა დაარტყა, სხვა ინფორმაციით მწვრთნელის უხერხული ილეთის გამო გოგონას სისხლჩაქცევები ჰქონდა სხეულზე.


სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა კარატეს ინსტრუქტორი აზამატ ნორმანოვი, ხოლო 37 და 43 წლის მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.


imageმიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიება მკვლელის დაკავების მიზნით, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ დაღესტნიდან არის.



0
1502
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0