x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბლადებით 4 პირი დააკავეს
image


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებით 4 პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 410-ე მუხლის მესამე ნაწილით.

ლევან იზორიას თქმით ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ მოდემები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები CD და DVD დისკები და ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები.


როგორც დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ მათ ეს ყველაფერი სპეცოპერიაციის

დროს "ჩაუდეს", თუმცა იმასაც ამბობენ რომ მათ კავშირი და ურთიერთობა ჰქონდათ

"ისლამური სახელმწიფოს" ქართველ წევრებთან.

სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, , 4-ვე პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.



0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0