x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი"-გიორგი უშიკიშვილის ბრალდებებს ჯემალ ჭკუასელი პასუხობს
image
უკვე რამდენიმე დღეა ჯემალ ჭკუასელისა და გიორგი უშიკიშვილის კინკლაობა გრძელდება. "ბატონი ჯემალ ჭკუასელი წლების განმავლობაში რომ სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობს, ეს არის ერთი დიდი უბედურება ქართული ფოლკლორის! და დღეს კიდევ რომ ფოლკლორის ცენტრის საბჭოს პირველი კაცია ეს კი დიდი ტრაგედია! "-განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა, მოგვიანებით კი "ერისიონის" იტორიიის გაყალბებაში დაადანაშაულა. "ერისიონი 130" - გუშინ გადაიხადეს იუბილე. ანსამბლი შეიქმნა 1936 წელს, ოფიციალურად კი 1937-ში . ამ საკითხთან დაკავშირებით მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა ხმას არავინ არ იღებს. დიდიხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას. მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ არ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი. თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს რომ ვცდები საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს"-ამტკიცებს გიორგი უშიკიშვილი.

გიორგი უშიკიშვილის ბრალდებებს ჯემალ ჭკუასელიც ეხმაურება და საკადრის პასუხსაც სცემს:"გიორგი უშიკიშვილს პირადად არის ნაწყენი, რადგან უვიცი ვუწოდე და ახლაც იგივეს ვიმეორებ! გიორგი უშიკიშვილმა, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი და უნამუსო ადამიანის ნაფიქრალია ეგ ყველაფერი! მიდგეს ახლა და ამტკიცოს, რაც დიდი ხანია უკვე ისედაც დადასტურებულია. ვერაფერს დაამტკიცებს, რადგან ყველაფერი დიდი ხნის წინ არის შესწავლილი და დადასტურებული! ასე წყვეტა ომიანობის დროს თეატრებსაც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ხომ გაგრძელდა?! მაგას უნდა ახლა ჩვენც რომ ავყვეთ, მაგრამ არ ავყვებით გენაცვალე!"

თავის მხრივ არც გიორგი უშიკიშვილი თმობს პოზიციებს და მორიგ პოსტრს აქვეყნებს: "მეგობრებო, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე 2010 წელს, ჟურნალ მუსიკაში გამოქვეყნებული სტატია "შეთხზული ბიოგრაფია", რომელიც ეკუთვნის მუსიკისმცოდნეს ქალბატონ ნატო მოისწრაფიშვილს. სტატია დაიბეჭდა მაშინ როდესაც "ერისიონმა" 125 წლის იუბილე აღნიშნა და სრულიად ამყარებს იმ მოსაზრებებს და ფაქტებს რომელიც მე გამოთქვი "ერისიონის" მიერ საიუბილეო თარიღის გაყალბებასთან დაკავშირებით.

დავასკანერე და ვაქვეყნებ რადგან თქვენც არ გეგონოთ უნამუსო და გათახსირებეული როგორც ეს ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა მიწოდა.


სტატია დაწერილია ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით და დასაბუთებულია. ვისაც გაინტერესებთ გთხოვთ ბოლომდე გაეცნოთ.

იმედია მაქვს ბატონი ჯემალ ჭკუასელი იგივე სიტყვებით არ შეამკობს არაჩვეულებრივ ქალბატონს ნატო მოისწრაფიშვილს."

0
402
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0