x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
სად არიან ყველაზე მომხიბვლელი სტიუარდესები - ავიაკომპანიების რეიტინგი
image
ბორტგამცილებელი ავიაკომპანიის სახეა. დღეს, როცა კონკურენცია ასეთი მაღალია, სტიუარდესების გარეგნულ თვისებებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სიმაღლე, ფიგურა, ღიმილი, უნიფორმა - ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სექსუალურობა და ელეგანტურობა. ქვემოთ გთავაზობთ იმ ავიაკომპანიების რეიტინგს, რომლებიც ყველაზე მომხიბვლელი სტიუარდესებით არიან ცნობილი.


9. Virgin Atlantic

image

Virgin Atlantic-ის ბორტგამცილებლებს ყველასაგან გამოარჩევს წითელი, მომდგარი კაბა და ამავე ფერის აბრეშუმის შარფი. 2011 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მომხიბვლელის" წოდება სწრედ ამ კომპანიის სტიუარდესებმა მიიღეს. Virgin Atlantic-ის "წითელი ლამაზმანები" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურად ითვლებიან და მგზავრებისგანაც ხშირად იღებენ კომპლიმენტებს.



8. Thai Airways International

image

ტაილანდის ნაციონალური ავიაკომპანია, Thai Airways, მგზავრებს ფრენის დროს მსოფლიოში საუკეთესო სერვისს სთავაზობს. სტიუარდესები ძალიან ყურადღებიანები არიან უმცირესი დეტალების მიამართ და ყველანაირად ცდილობენ კლიენტებს კომფორტი შეუქმნან. ავიაკომპანიამ მრავალი ჯილდო მიიღო მომსახურეობის უმაღლესი ხარისხისათვის. ბორტგამცილებლების იიაფერ უნიფორმასაც ხშირად ერთ-ერთ საუკეთესოდ ასახელებენ.


7. Lufthansa

image

Lufthansa — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული ავიაკომპანიაა. ეკიპაჟი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან დგება. სტიუარდესების უმრავლესობა ნამდვილი ლამაზმანია და გამოირჩევიან მეგობრული დამოკიდებულებითა და პასუხისმგებლობით.


6. Air Asia

image

Air Asia-ს სტიუარდესებს ხშირად ასახელებენ ბიუჯეტური ავიახაზების პერსონალებს შორის ყველაზე მომხიბვლელებად. ყურადღებას იპყრობს ასევე ბორტგამცილებლების ლეგენდარული წითელი კოსტიუმი.


5. Emirates

image

Emirates - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ავიაკომპანია. ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა ეროვნების ელეგანტური სტიუარდესები, რომლებსაც ასეთივე ელეგანტური და გამორჩეული უნიფორმა ამშვენებთ.


4. Cathay Pacific

image

Cathay Pacific შესანიშნავი სერვისისა და უამრავი ჯილდოს წყალობით აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად ითვლება. მისი ბაზა ჰონგ-კონგშია და განთქმულია ულამაზესი სტიუარდესებით. წითელი ფერის უნიფორმა მათ სილამაზეს კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდის. თავიანთ კოსტიუმების დემონსტრირებას Cathay Pacific-ის ბორტგამცილებლები პოდიუმზე პროფესიონალი მოდელების მაგივრად ახდენენ. კომპანია ხაზს უსვამს, რომ მგზავრების მიმართ ყურადღება სტიუარდესების მთავარი თვისებაა.


3. Аэрофлот

image

თვალშისაცემ წითელ უნიფორმაში გამოწყობილი, "Аэрофлот"-ის სტიუარდესები მოცემულ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებენ. ვებ-გვერდ Skyscanner-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ისინი მსოფლიოში ყველაზე სტილურ ბორტგამცილებლებად დასახელდენ.


2. Singapore Airlines

image

Singapore Airlines-ის სტიუარდესები არა მხოლოდ მომხიბვლელები არიან, არამედ ძალიან მეგობრულებიც. ძნელი არ არის კარგად გამოიყურებოდე ამგვარ ეროვნულ სამოსში, თუმცა ასევე ცნობილები არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით და ბორტზე საუკეთესო სერვისით. ჟურნალ Business Traveller Asia-Pacific-ის რეიტინგში Singapore Airlines-ის სტიუარდესები 17 წლის მანძილზე არ თმობდნენ "თვითმფრინავის ბორტზე საუკეთესო მომსახურეობის" წოდებას.


1. Air France

image

არაჩვეულებრივი სტიუარდესები მგზავრებს ეკონომ-კლასის საშინელ სავარძლებსაც კი ავიწყებთ. კრისტიან ლაკრუას სტილური უნიფორმის წყალობით კი, ფრენის დროს თავი მოდის ჩვენებაზე გგონიათ.



0
559
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0