x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ხალხური მედიცინა-ასკილი და მოცვი
საქართველოში ასკილის მრავალი სახეობაა გავრცელებული, მათ ერთიდაიმავე

დანიშნულებით იყენებენ. იგი გავრცელებულია როგორც ზღვის პირეთში, ასევე მთიან

ადგილებში, გზის პირებზე და მდინარეების ნაპირებზე.

ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე, სანამ ნაყოფი სრულად დამწიფდება,


როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ წითელია ან ნარინჯისფერი.

ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს.

შეგროვების შემდეგ მას აშრობენ კარგი ვენტილაციის პირობებში, მისი გაშრობა ასევე

შესაძლებელია ჰაერღუმელში 80-90 გრადუსზე.

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ კუჭის, თირკმელების, ღვიძლის,

ნაღვლის დაავადებების დროს.

ასკილის ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს

ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება

ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეიძლება მათთვის ვისაც აქვს თრომბოფლებიტები .


image

ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნაყოფი

მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭრლში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყალში 15 წუთი. გადმოიღეთ და

გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.



ასკილის ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში.

იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს.

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად და გაწურეთ.

დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.



image


მოცვი გავრცელებულია საქართველოს მაღალმთიანეთში, მისი ნაყოფი შეიცავს შაქარს,

(ფრუქტოზა, ლაქტოზა) კაროტინებს, პექტინებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს.

ხალხურ მედიცინაში მოცვის ნაყოფის ნახარში და ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის

დაავადებების- გასტრიტების, ენტეროკოლიტების დროს. განსაკუთრებით კარგ შედეგს

იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში, როგორც შემკვრელი საშუალება.

მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების,

პირის ღრუს ანთების, ხოლო მისი საფენები, დამწვრობის, კანზე გამონაყარის დროს.

მოცვს ასევე ახასიათებს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ გამოიყენება სტომატიტის დროს.

image


მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა

მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4-5 საათი, დალიეთ ერთი საშუალო ზომის ჭიქა 5-6-ჯერ

დღეში.

ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი

და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი ერთი

ჩაის ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.


image



მოცვის ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ.

უმჯობესია მისი ნარევის გამოყენება თუთის ფოთლებთან ერთად.

დიაბეტის დროს ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:

3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მინის ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის

ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ აცივებენ

ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვავენ თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში.


0
478
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0