x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ალოე და მისი სამკურნალო თვისებები
ალოე საქართველოში ველური სახით არ გხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს

და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლო

აფრიკაა, მას როგორც, სამკურნალო მცენარეს იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები.

ალოე მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა, სამშობლოში 4 მ-ის სიმაღლეს


აღწევს. აქვს ხორციანი ფოთლები, რომელთა სიგრძე 60 სმ-მდეა.


image


ალოეს წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლსა და კარაქთან

ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.


ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ ალოე, 100 გ ღორის გამდნარი ქონი,

100 გ კარაქი, 100 გ ფუტკრის თაფლი, გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში ორჯერ.

image


დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას.


ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია.

ალოესგან დამზადებული ნაყენით ადვილად შევძლებთ სახის გაწმდენდას, ფერისმჭამელებისა და ზედმეტი ცხიმებისგან.

გავრეცხოთ ალოეს ფოთლები ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის

მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 ჭიქა წყალი და გააჩერეთ 1 საათი. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე,

ადუღეთ 2-3 წუთი, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება).

ასეთი სახის ნაყენით სახის გაწმენდა ნამდვილად ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი კანისთვის.

თუ კანი მშრალია გაწმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა წავისვათ რაიმე დამატენიანებელი კრემი.


image



ალოეს წვენი ასევე კარგი საშუალებაა მელანქოლიის დროს. მის წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ხოლო მისი წვენი ღვინოსთან ერთად შერეული თმის

ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ალოეს სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი ბევრად დიდია და მისი სამკურნალო

თვისებების გამო იგი ხშირად გამოიყენება მედნიცინაში და კოსმეტოლოგიაში.


სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
1037
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1037
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0