x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სკანდალი! გიორგი უშიკიშვილი: "ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ერისიონის ისტორიას"
image
სულ რამდენიმე დღის წინ ჯემალ ჭკუასელს გიორგი უშიკიშვილი დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელის გაღზინება ბატონი ჯემალის განცხადებამ გამოიწვია. "
ბიძინა ივანიშვილმა კი იმდენი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ წითელ ხალიჩაზე უნდა ვატაროთ. კაცმა საკუთარი თავი გადადო. ოჯახი საფრთხის წინაშე დააყენა და კიდევ არ ხარ მადლობელი?! უმადურობა წაგვლეკავს და მოგვსპობს. შეიძლება მისაყვედუროს მაგრამ მაინც უნდა ვთქვა- ბიძინა ივანიშვილს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე"-განაცხადა ბატონმა ჯემალმა გაზეთ ასავალ დასავალთან საუბისას.


"ბატონი ჯემალ ჭკუასელი წლების განმავლობაში რომ სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობს, ეს არის ერთი დიდი უბედურება ქართული ფოლკლორის! და დღეს კიდევ რომ ფოლკლორის ცენტრის საბჭოს პირველი კაცია ეს კი დიდი ტრაგედია! "-განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.



ორიოდე დღის წინ ანსამბლმა "ერისიონმა" 130 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა კი საკუთარი თანამდებობა დატოვა.


გიორგი უშიკიშვილი კი ამტკიცებს, რომ ბატონმა ჯემალმა ანსამბლის ისტორია გააყალბა. "ერისიონი 130" - გუშინ გადაიხადეს იუბილე. ანსამბლი შეიქმნა 1936 წელს, ოფიციალურად კი 1937-ში . ამ საკითხთან დაკავშირებით მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა ხმას არავინ არ იღებს. დიდიხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას. მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ არ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი. თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს რომ ვცდები საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.

მათი ლოგიკა ასეთია რომ ისინი თავს თვლიან ლადო აღნიაშვილის გუნდის (პირველი ქართული ქორო) შთამომავლებად რომელიც 1885 წელს შეიქმნა და თუ არ ვცდები 2 წელი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი დაიშალა (აქვე აღსანიშნავია რომ ეს გუნდი არ იყო ფოლკლორული და მის ხელმძღვანელად აღნიაშვილმა მოიწვია ჩეხი კომპოზიტორი რატილი) . ლადო აღნიაშვილის გუნდსა და "ერისიონს" შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. (თუ ვინმე შეეცდება დამისაბუთოს რომ ვცდები მადლობელი ვიქნები). ამ ლოგიკით დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ანსამბლი შესაძლებელია თავს თვლიდეს ლადო აღნიაშვილის გუნდის შთამომვალად და წელს ყველამ გადაიხადოს 130 წლის იუბილე.

რაც შეეხება "ერისიონს". 1936 წელს მოსკოვში დეკადაზე გამგზავრების წინ შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები. აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე ხოლო დასავლეთ საქართველოს გუნდს კირილე პაჭკორია. 1937 წელს დეკადაზე გამგზავრების შემდეგ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა კირილე პაჭკორია

დაინტერესების შემთხვევაში არქივებში არსებობს დოკუმენტაცია. მათ შორის 1937 წელს გამოცემული ბრძანება ანსამბლის დაარსების შესახებ"-წერს უშიკიშვილი სოციალურ ქსელში.

0
792
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
792
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0