x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"სპილოს კლდე" - ბუნებრივი და თანაც საოცრად არაბუნებრივი კლდის ნაგლეჯი ისლანდიაში
ამ საოცრებას "სპილოს კლდე" (სხვა აბა რა ერქმეოდა?) ეწოდება და ისლანდიის სამხრეთით მდებარე ჰეიმაეის კუნძულის სანაპიროდან ცოტა მოშორებით, ატლანტიკის ოკეანეშია ხორთუმ-ჩაყოფილი. თვით კუნძული 13, 4 კვ.კმ–ის ფართისაა, 4 500 კაციანი მოსახლეობით და თავისი ორი, პატარა და სევდიანი ისტორიაც აქვს...



image


ჯერ იყო და, 1627 წელს თურქთა (ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რა ესაქმებოდათ იმხანად თურქებს ისლანდიაში?) კონტროლქვეშ მყოფ ბერბერთა სამი მეკობრული ხომალდი დასხმია ისლანდიის სამხრეთ სანაპიროებსა და მიმდებარე კუნძულებს, მათ შორის გრინდავიკსა და ჰეიმაეის. გრინდავიკის მოსახლეობას ვულკან რეიკიანესის ლავის ქვაბულში შეუფარებია (დამალულან) თავი, ჰეიმაეის კი, იზოლირებულობის გამო, დიდი ზარალი განუცდია.


image



ბევრი საგმირო ამბავი გადაეცემა თაობებიდან თაობებში მას შემდეგ, მაგრამ ყველაზე რომანტიული ქერა ლამაზმან გუდრიდურ სიმონადოტირისაა, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით "თურქი–გუდა", რომელიც ოთომან მეკობრეეებს საკუთარი სახლიდან, სტაკაგერტიდან აუყვანიათ ტყვედ, ალჟირში გაუყიდიათ მონათა ბაზარზე და ვინც, რაღაც მანქანებით, რამდენიმე ხნის შემდეგ, ტუნისის, იტალიის, დანიის (მაშინ მის სამეფოს ეკუთვნოდა ისლანდია) გამოვლით და სამშობლოს ძახილით (უიმისოდ როგორ?) უკან დაბრუნებულა და არამარტო დაბრუნებულა, პოეტ ხალგრიმურ პეტურსონსაც კი გაჰყოლია ცოლად, რომელიც სამშობლოში ცნობადი სახე ბრძანებულა თურმე და ამჟამად მისი სახელი ერთ–ერთ ლუთერანულ ეკლესიასაც კი აქვს მინიჭებული ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში.

მეორე ისტორია კი უკვე არა ადამიანური, არამედ ბუნების სტიქიის შედეგია და 1973 წელს კუნძულის ჩრდილოეთით ახლადწარმოქმნილი ვულკანის (წმინდა სკანდინავიური სახელით) – ელდფელის ამოფრქვევას ეხება, რის გამოც კუნძულელთა იძულებით ევაკუაციას ჰქონია ადგილი ისლანდიის ხელისუფლების მიერ, ხოლო თვით კუნძულ ჰეიმაეის მეტი ნაწილი და თანამოსახელე ქალაქის საცხოვრებელი სახლები მრავალმეტრიანი შავი ფერფლით დაფარულა, რის გამოც მისთვის (ქალაქისთვის) "ჩრდილოეთის პომპეიც" კი შეურქმევიათ მეორენაირად...


image


მაგრამ, ჭეშმარიტი საოცრება ეს დაუვიწყარი კლდის ნაგლეჯია, ბუნებრივი და ... არაბუნებრივი თანაც.

0
388
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0