x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სკანდალური დაპირისპირების შემდგომ ჯემალ ჭკუასელმა თანამდებობა დატოვა

image
სულ რამდენიმე დღის წინ ჯემალ ჭკუასელს გიორგი უშიკიშვილი დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელის გაღზინება ბატონი ჯემალის განცხადებამ გამოიწვია. "პრემიერი ვაჟკაცი, მართალი კაცია. შევარდნაძის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა ფოლკლორითა და ხელოვნებით. ეს კაცი ჩვენი სულიერების ამაღლებისთვის ბევრ რამეს აკეთებს.

ბიძინა ივანიშვილმა კი იმდენი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ წითელ ხალიჩაზე უნდა ვატაროთ. კაცმა საკუთარი თავი გადადო. ოჯახი საფრთხის წინაშე დააყენა და კიდევ არ ხარ მადლობელი?! უმადურობა წაგვლეკავს და მოგვსპობს. შეიძლება მისაყვედუროს მაგრამ მაინც უნდა ვთქვა- ბიძინა ივანიშვილს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე"-განაცხადა ბატონმა ჯემალმა გაზეთ ასავალ დასავალთან საუბისას.

გიორგი უშიკიშვილმა კი ბატონი ჯემალი სახალხოდ გააკრიტიკა ამ განცხადების გამო. ხსენებულ ინტერვიუს ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "პრეზიდენტი სასახლის რა მოგახსენოთ მაგრამ, ბატონი ჯემალ ჭკუასელი წლების განმავლობაში რომ სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობს, ეს არის ერთი დიდი უბედურება ქართული ფოლკლორის! და დღეს კიდევ რომ ფოლკლორის ცენტრის საბჭოს პირველი კაცია ეს კი დიდი ტრაგედია! (ყოველთვის როდესაც რაიმე კრიტიკულს ვწერ პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს სიტყვაზე)".


ანსამბლმა "ერისიონმა" 130 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა კი საკუთარი თანამდებობა დატოვა. ამ ყველაფრის შესახებ გიორგი უშიკიშვილი გვამცნობს: "სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" სახატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი თანამდებობიდან წავიდა. ანსამბლის სამხატვრო ხემძღვანელად დაინიშნა მისი ვაჟი. მთავარ ქორეოგრაფად კი მისი ქალიშვილი თვითონ ბატონი ჯემალი ანსამბლის კონსულტანტი იქნება. გილოცავთ სამართლიანობა ზეიმობს. "

0
2372
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0