x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ქალური "ხრიკები", რომლებიც დაგვეხმარება საყვარელი ნივთების მოწესრიგებაში
ეს რჩევები რა თქმა უნდა პირველ რიგში ქალებს დაგვაინტერესებს, თუმცა ურიგო არ

იქნება თუ მამაკაცებიც წაიკითხავენ.

ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ გამოიყურებოდნენ მომხიბლავად და

მოწესრიგებულად. ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგვეხმარება ჩვენთვის საყვარელი და უკვე მოძველებული ნივთების მოწესრიგებაში.




ჩვენი მოდური და საყვარელი ტყავის ჩანთიდან ლაქის მოშორებაში დაგვეხმარება,

წყლისა და ძმრის ნარევი.

image



იმისთვის რომ ლითონის ბეჭედმა თითზე შავი კვალი არ დაგვიტოვოს, უნდა შევღებოთ

უფერო ლაქით.


image




ბავშვის პუდრა დაგვეხმარება მაისურიდან ლაქების ამოყვანაში


image


იმისთვის რომ, ძველ და ფორმა დაკარგულ სამოსს დავუბრუნოთ პირვანდელი იერი,

ჩავალბოთ თბილ წყალში, დავუმატოთ ერთი კოვზი ბავშვის შამპუნი, ამოვწუროთ და

მოვათავსოთ დიდ პირსახოცზე და გავაჩეროთ 10 წუთი, გავასწოროთ ისე, როგორი

ფორმითაც გვინდა რომ გაშრეს და დაველოდოთ გაშრობას.

image


ჯინსებმა გარეცხვის დროს ფერი, რომ არ დაკარგოს, შეგვიძლია დავუმატოთ

გამოხდილი ძმარი, როგორც ხელით რეცხვის დროს, ასევე სარეცხ მანქანაშიც.


image



თმის უთოთი შეგვიძლია სწრაფად გავასწოროთ ტანსაცმელზე გაჩენილი მცირედი

ნაოჭები, რომლებსაც ზოგჯერ ჩვეულებრივი ტანსაცმლის უთო სრულყოფილად ვერ

უმკლავდება.

image


ლიმონი და საცხობი სოდა დაგვემარება დავახწიოთ თავი ოფლიანობას და

არასასიამოვნო სუნს.

image


ხელის კრემის დახმარებით შეგვიძლია პირვანდელი ბზინვარება დავუბრუნოთ ტყავის

ფეხსაცმელს.


image



საპარსი კრემის დახმარებით ამოვიყვანთ ტონალური კრემის ლაქებს ტანსაცმლიდან.


image


ტანსაცმლიდან პომადის ლაქის მოშორება შესაძლებელია თმის ლაკის მეშვეობით.


image




0
3789
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
3789
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0