x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში "ჯოკონდაზე" ლოცულობენ - ფოტო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
image
ფოტო, რომელზეც ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი, "ჯოკონდა" ეკლესიაში ხატად არის დაბრძანებული და სანთლები აქვს დანთებული, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ფეისბუქის გვერდზე განათავსა:

"ჩვენი ასოციაციის წევრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართული ექსპედიციისას, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ასეთ ვითარებას წააწყდნენ", - ნათქვამია სტატუსში.


ამ ფაქტმა სოციალური ქსელის უმრავლესობას ღიმილი მოჰგვარა:


" წმინდა ქალწულ ჯოკონდას მადლი გფარავდეთ";

"ღიმილისა და იდუმალების მფარველი წმინდანი ჯოკონდა უკაცრიელი" - ვკითხულობთ კომენტარებში.



თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ურალოდ ფოტოგრაფის ხუმრობად აღიქვამს.

1
542
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
542
  
2015, 26 ნოემბერი, 20:19
ფოტოდან აშკარაა, რომ უმოქმედოა ტაძარი, სულაც შესაძლებელია ვინმე მოსახლემ წაიღო ჯოკონდას სურათი და დადო იქ, რაც კომუნისტების დროს იგმობოდა სარწმუნოება, მას შემდეგ-დღემდე ბევრ რაიონში რწმენას ჩამორჩა ხალხი და ეს მათი ბრალი სულაც არაა. მეც ბევრჯერ მინახავს მთიან რაიონებში როდესაც სტუმრად მივდივარ და სოფლის ე.წ. უმოქმედო საყდარში შევდივარ- კათოლიკური ხატები, უბრალოდ ხალხი, რომელთაც ბევრი რამ არ ესმით, თავისებური რწმენით ცდილობენ გაალამაზონ "იქაურობა". ასე, რომ მე პირადად, ამაში სასაცილო ვერაფერი ვერ ვნახე.
0 1 1