x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"დაბადება" რეცენზია - ნინო ტუხაშვილი
დაბადება

”დაბადება” - ცხოვრების ფილოსოფია და დრო, როგორც წამის მეასედი


ქართული კინემატოგრაფია ნელ-ნელა ვითარდება. პირველ რიგში, ის არის კარგი, რომ ჩნდებიან ახალი სახეები, საინტერესო იდეებით და ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარება დღევანდელ პირობებშიც შესაძლებელია.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ირაკლი დონაძის ახალი ფილმი ”დაბადება” მისი საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია.
ფილმში ასახულია ცხოვრების რთული ფილოსოფია, თუ რა ხდება თვითშეცნობის გზაზე და რა სირთულეების
გადალახვა უწევთ ადამიანებს.
ფილმი იწყება პერსონაჟის დაბადებით. ეს პერსონაჟი არის ადამიანის სახე, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც პირველქმნილი, ასევე გავაიგივოთ საკუთარ თავთან. რადგან დაბადების პირველივე წუთიდან ვიწყებთ საკუთარი თავის და გარე სამყაროს შეცნობას. ჩნდება პირველი კითხვები: ”ვინ ვარ? სად ვარ? აქ რა მინდა?” ფილმის მთავარი გმირი ცდილობს ამ კითხვებს უპასუხოს და იწყებს სამყაროს კანონზომიერებების გაგებას. ხვდება, რომ მის გარშემო სიცოცხლეა და ეს ყველაფერი მასში აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა შემდგომ ესმის საათის წიკწიკი, რაც მიანიშნებს სიცოცხლის ხანმოკლეობაზე, რომ მას აქვს მხოლოდ განსაზღვრული დრო დატკბეს ცხოვრებით. ეს კი უკვე შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ არსებობს ის, რასაც ადამიანი ვერ იმორჩილებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე. შეუცნობლის შიში აიძულებს გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს. თუმცა ადამიანი ამ ცხოვრებაში სწორედ წინააღმდეგობების გადალახვას უნდა სწავლობდეს, უნდა ემატებოდეს გამბედაობა.

ამიტომ პერსონაჟიც ცდილობს გასცდეს საზღვრებს, გადალახოს ტალღები, როგორც წინაღობა და ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.


ბაბადაგარკვეული გამოწვევების
დაძლევა ადამიანებს კიდევ ახალს უმზადებს. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება და ახლებურ სახეს იძენს. ამ ახალ გზაზე მთავარი პერსონაჟი ხვდება მეორე ნახევარს. რეჟისორი ამით გვეუბნება, რომ ადამიანი ვერ იარსებებს
მარტო, მას სჭირდება სხვა ადამიანები. ისე, როგორც თავის დროზე ბიბლიური ადამი, მიხვდა, რომ სჭირდებოდა ევა. ამის შემდგომ იბადება სიყვარული და ეს გადმოცემულია, როგორც ერთგვარი
ძალა, მოტივატორი ცხოვრების გასაგრძელებლად. ეს არის არსი, რისთვისაც იბადება ადამიანი შეიცნოს სიყვარული, სამყაროს მშვენიერება და იბრძოლოს მათ დასაცავად.
ფილმში კულმინაციური მომენტი იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანები იწყებენ ცხოვრებით ტკბობას და სწორედ ამ დროს თავს იჩენს ახალი წინააღმდეგობა. საყვარელი ადამიანის სიკვდილი ახალი გამოცდაა მთავარი გმირისთვის. ის ხვდება, რომ სამყაროში სიკეთესთან ერთად ბოროტებაც არსებობს და მან უნდა იბრძოლოს მის წინაარმდეგ, რომ დაიცვას სიცოცხლე. ასევე ხედავს ზღვარს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, შიცნობს იმას, რისაც თავდაპირველად ეშინოდა და უკვე ხვდება, რომ დრო არ არის რეალური წინაღობა, მისი შიში უსაფუძვლო იყო. რადგან სიყვარული მარადიულობას აძლევს ადამიანებს და ქმნის მათ მომავალს.
ფილმის დასკვნითი სცენა მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამყაროში ყველაფერი ციკლურია, ყოველ სიკვდილს ახალი სიცოცხლის დაბადება მოჰყვება. სიკვდილი არ არის დასასრული, ეს სიახლის დასაწყისია.

ფილმი საერთო ჯამში ცხოვრების თითოეული ეტაპის, მისი შემადგენელი ნაწილების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. გადაღების მანერა განსხვავებულია, თავისებურია, რაც კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია. ამასთან ერთად სიმბოლური დატვირთვა და თვითონ ფილმის არსი, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან საინეტერსოა და დაფიქრების საშუალებას აძლევს მაყურებელს, უკვე გვიჩვენებს, რომ ეს ფილმი არის ხელოვნების ნაწილი. რადგან ხელოვნების დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ადამიანებს შესძინოს მეტი, გადასცეს კონკრეტული იდეა, რომელიც მათი პიროვნული განვითარებისკენ
იქნება მიმართული.


ნინო ტუხაშვილი


იხილეთ ფილმი:


0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:siaxle.ge
siaxle.ge
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0