x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევხვდეთ წითელი მაიმუნის წელს?
2016 წელი ასტროლოგიურად წითელი მაიმუნის წელია. ასტროლოგები გვირჩევენ როგორ უნდა შევხვდეთ სწორად მაიმუნის წელს.

image

მაიმუნი ყველაზე არაპროგნოზირებადი და კომპლექსური ნიშანია, დანარჩენ ნიშნებთან

შედარებით.


აღმოსავლურ მითოლოგიაში მაიმუნს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ველური, აქტიური, მოძრავი ცხოველი, რომელმაც არ იცის როგორ მართოს საკუთარი

ემოციები, ფიცხი, უკონტროლო და ხშირად საკმაოდ აგრესიული, მაგრამ ასევე ძალაინ

ჭკვიანი, გაბედული და დაუღალავია.

მათ ვინც მაიმუნის წელში ხართ დაბადებული, ასტროლოგები წინსვლისა და

წარმატების წელს გპირდებიან.

მაიმუნი კარგად ურთიერთობს გველის, ძაღლის და ცხენის წელში დაბადებულ

ადამიანებთან.

მიუხედავად მისი რთული ხასიათისა, მასთან მეგობრობა ყველა სხვა ნიშნისთვის

საჭირო და აუცილებელია.

imageimageიმისთვის რომ ახალი წლის ღამეს, მაიმუნს ჩვენი პატივისცემა და კეთილგანწყობა

ვაჩვენოთ, აუცილებლად უნდა შევქმანათ მისთვის საყვარელი ფერთა გამა.

ეს იქნება, მწვანე, ნარინჯისფერი, ყავისფერი და შავი. რა თქმა უნდა არ უნდა

დაგვავიწყდეს ალისფერი ან ცეცხლოვანი წითელი.

მაიმუნს უყვარს ნათელი და მხიარული ფერები, ბრჭყვიალა აქსესურები, ბეწვით გაწყობილი ნივთები, სათამაშოები მისი გამოსახულებით და ორნამენტებით.

მაიმუნს ასევე ძალიან უყვარს ძვირფასი ქვები და ნაკეთობები.

რა თქმა უნდა სუფრაც მისი გემოვნების მიხედვით უნდა გავაწყოთ, პირველრიგში

ბანანი არ უნდა დაგვავიწყდეს და მასთან ერთად სხვადასხვა სახეობის ხილი,

ასევე ბოსტნეულის მსუბუქი სალათა და თევზეული.

image

კარგი იქნება, თუ მხოლოდ ასტროლოგების რჩევებით არ დავკმაყოფილდებით და ახალი წლის შესახვედრად ჩვენს ფანტაზიებსაც გამოვიყენებთ.

ახალ წლამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა წინასწარ ამაზე ფიქრი

განწყობას აგვიმაღლებს.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

4
1290
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1290
  
2015, 26 ნოემბერი, 18:26
მეც მასე ვარ, ძალიან მიყვარს ახალი წელი :)
2015, 26 ნოემბერი, 17:04
განწყობას რომ აგიმაღლებს, ისეთი სტატიაა :) არ ვიცი რატომ, მაგრამ პატარა ბავშვივით სულ მიხარია ახალი წელი. :) გაზიარება კი ლელამ დამასწრო.
2015, 26 ნოემბერი, 14:20
დიდი მადლობა, ჩემო კარგო :*
2015, 26 ნოემბერი, 14:18
საინტერესო, სასარგებლო და აქტუალურია!! გავაზიარე
0 1 4