x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 წლის გენია,რომელსაც სკოლაში არასოდეს უვლია,საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
imageსახლიდან გაუსვლელად სწავლას აქვს თავის უარყოფითი და დადებითი თვისებები, თუმცა 15 წლის აჰაან რუნგტისთვის(Ahaan Rungta) თვითგანათლება აშკარად სასარგებლო გამოდგა.ყმაწვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.


რუნგტას ოჯახი კოლკატადან(ყოფილი კალკუტა, ინდოეთი)ფორტ ლაუდერდეილში(აშშ) გადაბარგდა, როდესაც აჰაანი 2 წლის იყო.


ბიჭუნა 5 წლის იყო, როდესაც დედამ მას აჩვენა საიტი, სადაც განთავსებული იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფასო ლექციები.ბავშვი უქმად დროს არ კარგავდა და ღრუბელივით იწოვდა გაკვეთილებს.

image


ბავშვს არ ბავშვობა დაკლებია, ბევრს თამაშობდა ეზოში, თან პარალელულად სრულიად დამოუკიდებლად აითვისა წრფივი ალგებრა, ფიზიკა და ქიმია.


აჰაანი სახლიდან გაუსვლელად ითვისებდა ლექციებს, აბარებდა ტესტებს და გამოცდებს.


13 წლის ასაკში იგი ეწვია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსს და გადაწყვიტა, რომ იქ უნდა ჩაებარებინა.

და აი მისი ოცნება ახდა, 15 წლის აჰაანი უნივერსიტეტში დადის ლექციებზე, მოზარდი ბიჭუნას მამამაც იქვე სასადილოში დაიწყო მუშაობა, რომ შვილთან ახლოს იყოს.

imageამის გარდა ყმაწვილმა ბრწყინვალედ შეისწავლა პროგრამირება, არის ნიჭიერი მოჭადრაკე, ხოლო დამატებით სტენფორდის უნივერსიტეტში გადის ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პროგრამულ ლექციებს.

image

0
656
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
656
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0