x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნანუკა ჟორჟოლიანს "iPhone+" სასამართლოთი ემუქრება
image
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს კომპანია iPhone+ სასამართლოთი ემუქრება. როგორც გაირკვა, მას მობილური ტელეფონი გაუფუჭდა, რაშიც სწორედ ხსენებული კომპანია დაადანაშაულა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ნანუკამ ტელეფონი სულ სხვა მაღაზიაში შეიძინა. "ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს საღამოს, ნანუკა ჟორჟოლიანმა მის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აცხადებდა, რომ თითქოსდა iPhone+ ში იყიდა iPhone და გამოდგა "ბრაკი", პლატა ჰქონდა დამწვარი და ტელეფონი არ შეუცვალეს და მოკლედ იმდენი ცუდი რამე მიაყოლა რომ ადამიანი იფიქრებდა - საცოდავი, ეს რა გაუკეთესო!

ჩვენ დავუკავშირდით დაახლოებით 2 საათის შემდეგ ამ განცხადების დადებიდან, რადგან ჩვენთან უკვე 1 წელია არის ახალი მენეჯმენტი, მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებული, შესაბამისად გამორიცხული იყო მსგავსი ფაქტი და ვაცნობეთ, რომ სავარაუდოდ მაღაზია ეშლებოდა. მან ჩვენი დაკავშირების შემდგომ თავად დაგვირეკა და გვითხრა რომ შეეშალა მაღაზია და წაშალა პოსტი, თუმცა ეხლა იმყოფებოდა ნიჭიერის ჩაწერაზე და როგორც კი მორჩებოდა დადებდა განცხადებას, რომ შეეშალა.

ველოდეთ მთელი დღე და მეორე დღეს ვთხოვეთ რამდენჯერმე, რომ დაედო სიმართლე, რადგან ეს ტყუილი განცხადება სხვადასხვა მედია საშუალებებმა აიტაცეს და ავრცელებდნენ სიცრუეს. იგი ჯერ მივიდა აიტექნიკში, სადაც უკვე სავარაუდოდ შეშინებულებმა ბევრი საჩუქრები გაუკეთეს, რის შემდეგაც ნანუკა გააღიზიანა ჩვენმა უკვე მერამდენე თხოვნამ, რომ სიმართლე დაედო.

მან აღნიშნა, რომ წაშალა ისიც საკმარისი იყო, არადა მთელი საქართველო აალაპარაკა ცილი დაგვწამა, ყველაზე ცუდი რაც არსებობდა დაგვაბრალა და ამის შემდეგ არც უნდა გვეთხოვა თურმე რომ სიმართლე დაეწერა.


განცხადებასაც აქვე დავდებთ და ჩვენს საუბარსაც და თავად ნახეთ როგორი სამართალი ყოფილა ყველაზე დემოკრატიული ტელევიზიის ზედა ეშელონების, რეიტინგით პირველი ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიაში.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რისკს რაზეც ახლა მივდივართ, გამომდინარე იქედან რომ, ჟურნალისტის გადაკიდება თვითლიკვიდაციაა, თუმცა გვჯერა ჩვენი საზოგადოების, რომ არ გვყავს ბნელი საზოგადოება და ყველაფერს ლოგიკურად და ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე გააანალიზებენ, საუბარია იმაზე რასაც მომავალში გაგვიკეთებენ ამ მხილების შემდეგ (დიდი ალბათობით), რაც სრულიად მოსალოდნელია ასეთი სასტიკი ადამიანისაგან.

მიწასთან გაასწორა კომპანია და ყველაზე საშინელი დაარქვა აიტექნიკს ვიდრე iPhone+ ეგონა, ხოლო ეხლა ყველაზე კარგი აღმოჩნდა, აი ჯერ ერთ მხარეს ჰქონდა ყური ქოთანს და ახლა მეორე მხარეს მოაბა, პრობლემა იმაშია რომ ორივე მხარეს მომბულ ყურზე ათასობით ლაიქი მიიღო და მოწონება ორივე მხარეს მიმბულ ყურზე საქებარი სიტყვები დაიწერა მის გვერდზე, და ვერ გავიგეთ ამ ხალხს საკუთარი აზრი არ გააჩნია? რაც გინდა დაწეროს ყველაფერზე თავს როგორ უქნევენ?

იხილეთ მიმოწერა და დასკვნები თავად გააკეთეთ ! ამ მიმოწერის შემდეგ უკვე ახალი სტატუსი გამოაქვეყნა ნანუკამ საკუთარ გვერდზე, სადაც ბოდიშიც კი არ მოუხდია ჩვენთვის რაც გაგვიკეთა იმაზე, პირიქით, გაგვლანძღა დაუმსახურებლად, აი ასეთია მისი სამართალი"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გუშინდელი ჩემი სტატუსი წავშალე იმ მიზეზის გამო, რომ ადგილი სადაც ვიყიდე ტელეფონი, Iphone + ქსელი არ ყოფილა. მათი მომხმარებელი, რომელიც ისედაც უკმაყოფილოა ამ ქსელით, ცუდია რომ შეცდომაში შევიყვანე, მაგრამ უცებვე გამოვასწორე.

რაც შეეხება ქართულ სერვისს, რასაც მივხვდი არის ის, რომ თუ ეს აუცილებელია საქართველოში, დახმარებისთვის მივმართავ Itechnic -ს.

ყველაზე მაგარი მომსახურეობა კი იცით სადაცაა"-ეს განცხადება გაავრცელა ნანუკამ 20 ნორმბერს. საინტერესოა გაგრძელდება თუ არა დავა სასამართლოში. image

0
1601
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0