x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალისტებს: "ხელოვნურად ნუ იწვევთ დაპირისპირებებს!"

image
თამრიკო ჭოხოელიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ჟურნალისტებს მიმართავს. მომღერლის მტკიცებით, მისი გნცხადება არასწორად იყო გაგებული და ამის გამო, საზოგადოებამდეც არასწორი ინტერპრეტაციით მივიდა:

"მივმართავ ჟურნალისტებს!!! ხელოვნურად ნუ იწვევთ დაპირისპირებებს!!!

2 დღის წინ წავაწყდი ერთერთი უცხოური კონკურსის კადრებს, სადაც ებრაელი ბიჭის ნამღერმა გულწრფელად აღმაფრთოვანა, გარდა ამისა ვერ დავფარე ჩემი მოწონება ჟიურისა და დარბაზის მიმართ, როგორი სიზუსტით რეაგირებენ და შემდგომ ამისა რას წამოუდგებიან ფეხზე.... (ფეხზე წამოდგომასაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი წონა და მნიშვნელობა?!-რაც ჩვენს კონკურსებში ნამდვილად გაუფასურდა!) დიახ!ჭეშმარიტ მუსიკას !უნიჭიერეს შემსრულებელს აღიარებენ!ამიტომ მივმართე ყველა იმ ადამიანს, ვინც კონკურსებში ჟიურიში სხედან. (მხოლოდ მივმართე და არ გამილანძღავს!!!...დანარჩენი- წაიკითხეთ კომენტარები და მიხვდებით ხალხი რას ფიქრობს ყველაფერ ამაზე!...თუმცა ხალხის აზრი დღეს არავის აინტერსებს!!!)მე მაქვს მათი კეთილგონიერების იმედი და ვფიქრობ ამას შეურაცხყოფად არ მიიღებენ და როგორც ერთი ჩვეულებრივი, მათივე თანამემამულის კეთილ სურვილად ან თუნდაც რჩევად აღიქვამენ ჯანსაღად!მაგრამ ამჯერად სხვა რამეზე დამწყდა გული-ახლა წავიკითხე ჩემს სტატუსზე “რეიტინგის' გამოხმაურება “თამრიკო ჭოხონელიძე "ნიჭიერს" აკრიტიკებს(?!)" მიპასუხეთ სალომე (დადიანი), სად წაიკითხეთ “ნიჭიერი"?! მე კომენტარში ხომ ისიც მიწერია-სადაც გინდა გადართეთ, ბევრ არხზე ნახავთ ასეთ კონკურსებს-მეთქი და არსად(!!!) არ დამიწერია “ნიჭიერი"!!! ამ, ისედაც დაპირისპირებებით სავსე პატარა ქვეყანაში, სადაც კრიტიკული აზრი მტრის აზრად მიიჩნევა და ახალი გადამტერებების საფუძველი ხდება, შეძლება ხელოვნურად გამოიწვიო ეს დაპირისპირება? ეს უბრალოდ ცილისწამებაა და სხვა ქვეყანაში ცოტა სხვაგვარად განიხილება ადამიანის უფლებების დარღვევა!!! მაგრამ მე მხოლოდ ამ წერილით შემოვიფარგლები და ისევ თხოვნით მიგმართავთ. ეს ჩემი გულისტკივილი ნუ გახდება თქვენგან ჩემს წინააღმდეგ ახალი მოგონილი ბრალდებებით შურისძიების საფუძველი!მე მაქვს თქვენი ჟურნალისტური კეთილგონიერების იმედი.პატივისცემით თამრიკო ჭოხონელიძე"

1
505
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
505
  
2015, 26 ნოემბერი, 2:07
უნდა გაელანძღა და უფრო კარგი იქნებოდა (ყ)
0 1 1