x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
''ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში..."-სკანდალი "ახალი ხმის" გარშემო
image
ქართული შოუბიზნესი და პროექტი "ახალი ხმა" კიდევ ერთი სკანდალის მომსწრეა. ნუცა შანშიაშვილის გუნდის წევრებმა გიორგი თედიაშვილმა და ნინი სუხიტაშვილმა დაკისრებულ მისიას თავი შეუდარებლად გაართვეს. მწვრთნელმა არჩევანი ქართული საზოგადოებისათვის ცნობად სახეზე, ნინიზე შეაჩერა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მომღერალი პროექტში მისი ძმების წყალობით დარჩა და გიორგის ვერცკი შეედრება. ''ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში მე და ჩემი ძმა ლევან სუხიტაშვილი. თუ არ მითხრათ, როგორ ან სად ჩავაწყვეთ ან რომელმა ჩავაწყეთ. ეჭვის გზა ისევ ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის. მინდა, ყველამ იცოდეს, არც გავყოლილვარ არც ერთ ჩაწერაზე არც გადაღებაზე.

სანამ ვინმეზე რამეს იტყვი, სადღაც მაინც დაფიქრდი. ნუცას არ ვიცნობ პირადად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვიწია ერთ კონცერტში სიმღერა, გამარჯობის იქით არ წასულა ჩვენი საუბარი. რაღაცნაირად მცხვენია ამ სტატუსის დაწერა. უბრალოდ ვიცი, რომ კიდევ ბევრი მოცლილი დაწერს ასეთ რამეს.

მართლა მაგარი ბიჭია ნინის მეწყვილე, კარგი ტემბრი, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი, გემოვნებიანი ფრაზები და თავდაჯრება. მე პირადად დიდ მადლობას გადავუხდი ასეთი მაგარი შესრულებისთვის…"-წერს სოციალურ ქსელში გიორგი სუხიტაშვილი.

ლევან სუხიტაშვილი პროფესიით მსახიობია, საზოგადოებამ კი "მაესტროს'' რეალითი შოუ ''ამტანებიდან'' გაიცნო. რც შეეხება გიორგისა და ნინის, მათ საზოგადოება პროექტ "ჯეოსტარიდან" იცნობს. ოჯახი ქართულ შოუბიზნესში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი მოქალაქე გულშემატკივრობს. მათ ნიჭიერებაზე არ დაობენ, ისევე როგორც გემოვნებაზე. მიუხედავად ამ სკანდალისა, ნინიმ გულშემატკივართაგან ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა.


0
674
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0