x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მიხეილ სააკაშვილი-"პუტინი უხეირო მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში."

image
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის რეგიონის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, კერძოდ კი თურქეთის მიერ თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას.

"ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი თურქეთს, დღეს კი, ეს კიდევ უფრო გამყარდა.
როგორც ყოველთვის, პუტინი ამჯერადაც იტყუება. მისი სამხედრო თვითმფრინავი აღმოჩნდა თურქეთის ტერიტორიაზე სირიის იმ ნაწილიდან, სადაც საერთოდ არ არიან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, სამაგიეროდ არიან ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ პუტინი უხეირო მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში."

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ თურქმა სამხედროებმა სუ-24, რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩაამოაგდეს. როგორც თურქებმა აღნიშნეს, მათ რამდენჯერმმე გააფრთხილეს რუსი პილოტები, რომ საზღვარს არღვევდნენ, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რის გამოც იქნა ლიკვიდირებული სუ-24.

image

0
303
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0