პოლიტიკა ირანელი გენერალი: "აშშ ირანის წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავებს იყენებს" 2015, 24 ნოემბერი, 21:51 ირანის “ისლამური რევოლუციის მცველების არმიის” სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა გენერალმა ემირ ალი ჰაჯიზადეჰმა ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად ირანში აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობილი ზოგიერთი ჯგუფების არსებობისა, ისტორიული გამოცდილება და დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ ეს ორი ქვეყანა ჯერ მტრულ ურთიერთობაში არიან. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგნეტო MEHR-ი იტყობინება.
267 შეფასება არ არის
|