x
TAP-ის პროექტში აღმოჩენილი პრობლემები აზერბაიჯანში შეშფოთებას იწვევს

TANAP-TAPე.წ. “გაზის სამხრეთის დერეფნის” პროექტში წარმოქმნილი პრობლემები აზერბაიჯანში შეშფოთებას იწვევს. თუკი ამ პროექტის ერთი ნაწილის ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობა აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, პროექტის მეორე ნაწილის ტრანს-ადრიატიკული გაზსადენების (TAP) მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებებია შექმნილი. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილება გამოხატა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანში ხელოვნური დაბრკოლებებია შექმნილი, რომელთა გადასალახავად საჭიროა ევროპის პოლიტიკური ნება.


შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინათ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში სოციალისტების გამარჯვების შემდეგ ბერძნულ მხარეს ტრანს-ადრიატიკულ გაზსადენში უფრო მეტი წილი უნდოდა და ამ პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გადახედვას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტის მიერ ამ მიმართულებით გაკეთებულ განცხადებებს მხარი დაუჭირა გლობალურ ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ამოს ჰოკშტაინმაც.


აზერბაიჯანული გაზეთი "მუსავათი" წერს, რომ ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის მშენებლობისათვის, რომელიც სავარაუდოდ 2016 წლის მაისიდან დაიწყება, ახალი რისკები წარმოიქმნა და, როგორც გამოცდილება აჩვენებს, მათი მოსპობა აშშ-ის პოლიტიკურ-დიპლომატიური ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნება. "მუსავათის" ცნობით, ჯერ კიდევ 2014 წელს ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი კონსორციუმის საფინანსო აუდიტის ანგარიშში, სხვადასხვა ნებართვების მიღებიდან დაწყებული, გეოლოგიური რისკებით დამთავრებული, უამრავ პრობლემაზეა მითითებული.

"მუსავათის" მიხედვით, თუ აღნიშნული დაბრკოლებები, რომლების შედეგადაც იზრდება ასევე დანახარჯების რაოდენობა, დროულად არ იქნება აღმოიფხვრილი, აქციონერები, რომელთა ჯგუფშიც შედიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა BP, SOCAR, Statoil, Fluxys, Enagás და Axpo, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ TAP-ის
მეგა-პროექტის განხორციელება შეუძლებელია და კონსორციუმი გაუქმების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. უკვე გავრცელებულია ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ნორვეგიული კომპანია Statoil-ი თავისი 20-პროცენტიანი წილის გაყიდვას აპირებს.

გაზსადენებსა და გაზით მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ძალიან მტკივნეულად ხვდებაინ აზერბაიჯანში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის შედეგად ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ჩაყენებული. "მუსავათის" მიხედვით, აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტში არსებული პრობლემების აღმოფხვრაში აშშ-ს პოლიტიკური ნება შეიძლება გადამწყვეტი იყოს. გაზეთის ანალიტიკოსები დიდ წილად, სწორედ ამით ხსნიან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, თვის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტს პარიზში, სადაც გაიმართება კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი გაერო-ს კონფერენცია. ამ კონფერენციაზე დიდი ალბათობით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამაც მიიღებს მონაწილობას, ხოლო ალიევის ძირითადი მიზანი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით ძალისხმევის გაწევა. ეს კი ძალიან რთული ამოცანაა, რადგან აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში კრიზისის უმთავრესი მიზეზი აზერბაიჯანში დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა.

0
320
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0