x
image
ნინიჩკა
ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

imageთბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" ცნობით, ნაძალადევის რაიონში,
გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, ტაბიძის, გაგარინის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის და მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0