x
სერგეი ლავროვი - ეგვიპტეში, რუსულ თვითმფრინავზე განხორციელებული ტერაქტი რუსეთზე თავდასხმის ტოლფასია

imageეგვიპტეში, რუსულ თვითმფრინავზე განხორციელებული ტერაქტი რუსეთზე თავდასხმის ტოლფასია - ქვეყანა საკუთარი თავის დასაცავად ყველა ზომას მიმართავს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი თქმით, ტერორისტების პოვნისა და დასჯის საკითხში, რუსეთის ქმედებები დაეფუძნება გაეროს წესდების 51-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სახელმწიფოს უფლებას, მასზე თავდასხმისას, მიმართოს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ დაცვას.
"ტერორისტული აქტი სინაის ნახევარკუნძულზე იყო თავდასხმა რუსეთის მოქალაქეებზე, რაც რუსეთზე თავდასხმის ტოლფასია", - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთი თავს პოლიტიკური, სამხედრო და სხვა საშუალებებით დაიცავს

0
348
2-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0