x
Newtimes.az: “თბილისი ჯერ დიდი ხანი დარჩება ალიევის ვიზიტის შთაბეჭდილებების ქვეშ”

imageაზერბაიჯანის პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა Newtimes.az-მა
საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: “ილჰამ ალიევის სტრატეგიული ნაბიჯი: საქართველოში ვიზიტის მნიშვნელოვანი ასპექტები”. სტატია ეხება საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტს, რომლის დროსაც მიღწეულ შეთანხმებებსა და წინ წამოწეულ იდეებს ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს.


Newtimes.az-ის ანალიტიკოსების მიხედვით, ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიის მიმართ ყურადღება ძალიან გაიზარდა. აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი განვითარების უზრუნველყოფის საკითხი ახალ ფერებს იღებს, ხოლო ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ფაქტობრივად ახლო აღმოსავლეთში ძალთა ახალი ბალანსი ყალიბდება და ეს მოვლენა აუცილებლად მოახდენს გავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც. ასეთ ვითარებაში ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა.


აზერბაიჯანელი ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთის ხელისუფლება, სარგებლობს რა ირანისა და რუსეთის გარშემო შექმნილი ახალი ვითარებით, ცდოლობს შეამციროს აზერბაიჯანის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ენერგეტიკული პოლიტიკის სარგებლიანობა. კერძოდ, ოფიციალური ერევანი ირანული გაზის სომხეთისა და საქართველოს გავლით ევროპაში გადაზიდვის პროექტზე მუშაობს. რუსეთი წიანაღმდეგია ყველა იმ პროექტის, რომელიც გააძლიერებს სომხეთს და შეამცირებს მასზე კრემლის გავლენას. ოფიციალური მოსკოვი ყველანაირად შეუშლის ხელს სომხეთის ამ ძალისხმევას და ამ მხრივ, აზერბაიჯანს შეუძლია მშვიდად იყოს.


მეორე საკითხია საქართველოს ქცევა. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების პროგნოზირება პირველხარისხოვან
მნიშივნელობას იძენს. Newtimes.az-ის ანალიზში მთავარი მტკიცებულების სახით გამოვლინდა თეზისი, რომ რეგიონის სტაბილურობა და ხანგრძლივი განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, ხოლო სომხეთი ამ მიზნებისათვის მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორის როლს ითამაშებს. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები შემთხვევით არ ახასიათებენ ალიევის ვიზიტს თბილისში, როგორც “აღმკვეთს”.

სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არსებული რეალობა ყველაზე მაღალ დონეზე წარმოადგინა. კერძოდ, ილჰამ ალიევმა როგორც აზერბაიჯანის მეზობელი, ისე ევროპის ქვეყნების კიდევ 100 წლით გაზით მომარაგების შესაძლებლობის თაობაზე გააკეთა განცხადება. ალიევმა ქართულ მხარეს, საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდებში აზერბაიჯანის მიერ გაწეული სერიოზული დახმარება და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტებში, როგორც “მეგობრისა და ძმის” ჩაბმა შეახსენა.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები აქცენტს აკეთებენ რა “სამხრეთის გაზის დერეფნის” აშენების მნიშვნელობის შესახებ ალიევის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ხაზგასმით წერენ, რომ ამ პროექტებში არმონაწილეობა პირველ რიგში სქართველოსთვის იქნება საზარალო. ამავე დროს, ისინი არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა ამ პროექტში, ან პროექტში საქართველოს არ ჩართვის შემთხვევაში რა გზით, როგორ და რომელი რეგიონული ქვეყნების მონაწილეობითაა შესაძლებელი “სამხრეთის გაზის დერეფნის” აშენება.

Newtimes.az-ის ანალიტიკოსების დასკვნით, ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით სამხრეთ კავკასია ფაქტობრივად გადაარჩინა მორიგი გეოპოლიტიკურ-ენერგეტიკული გაურკვევლობისაგან. მან აზერბაიჯანის პოზიციები არგუმენტირებული სახით ოფიციალურ თბილისსა და მთელ მსოფლიოს წარუდგინა. “თბილისი ჯერ დიდი ხანი დარჩება ამ ვიზიტის შთაბეჭდილებების ქვეშ”.

1
118
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
118
  
2015, 12 ნოემბერი, 22:36
აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფოა სხვაგვარად არც უნდა იყოს.
0 1 1