x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134676
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
კეტი კლეინის ყვავილების მანდალები
imageეს არის ნიუ იორკელი კეტი კლეინის მიერ ყვავილებით გაკეთებული მანდალები, რომლებიც უდაოდ ძალიან ლამაზია და სიმბოლურიც თავისთავად. როგორც ყოველთვის ახლაც ვიტყვი, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები...
ახლა კი მოკლედ აგიხსნით რა არის მანდალა.
მანდალა, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „წრე“ . ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში ის „წმინდა ხელოვნება“ გახლავთ. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.
მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც. ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ის ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად კი ბუდიზმში. ბუდიზმის ერთ-ერთ მიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გარდაისახა.
სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერს ძლიერი, ღრმა დონეების მიღწევაში, იგი სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოსცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან და მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“ ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.
დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ.
თუმცა, მისი რიტუალური ხასიათიც რომ გამოვრიცხოთ, ისინი უბრალოდ ლამაზი და ესთეტიურად თვალწარმტაცია.


image




















image





















image






















image





















image





















image





















image





















image




















image

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0