x
image
Guns N Roses
Mediator image
მსოფლიო ომი - რა იცით მსოფლიო ომზე?

image


"დიდი სამეული" – მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა კავშირი. დიდი სამეულის წევრები იყვნენ: უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი. დიდი სამეულისპირველი შეხვედრა გაიმართა თეირანის კონფერენციაზე 1943 წლის 28 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე.







მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.


აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმითპოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირიდა იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა დაჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასადა გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა დასომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) დაანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვისამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიცგენოციდშიც კი გადაიზარდა.



XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) დაპყრობა იტალიის მიერ.
გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომელმაც საბოლოო გამარჯვებას 1933 წლის არჩევნებში მიაღწია და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო „ვერსალის ზავის“ წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. „გროსდოიჩე რაიხის“ შექმნას და „საარსებო გარემოს“ მოპოვებას აღმოსავლეთში.
ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით დაკმაყოფილდნენ.
ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები, სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზემიდგებოდა. ამის საპირისპიროდ პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.
1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„ (ე.წ. „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლობალტიის ქვეყნები და ფინეთი სსრკ-ის „ინტერესების სფეროდ“ ცხადდებოდა.
იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის უმთავრესი ინტერესი ჩინეთის რესპუბლიკა იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი, მანჯურია, 1931 იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული და მანშუს პროტექტორატის სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო იაპონიამ დატოვა „ერთა ლიგა“ 1933 წელს და 1936 წელს შეუერთდა „ანტიკომინტერნის პაქტს„.
1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ იაპონიას ინდოჩინეთის დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიას ემბარგო დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება. 1940 წელს იაპონია შეუერთდა „ბერლინი-რომის პაქტს“. ემბარგოს გამო იაპონიის ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდანაშშ-სა და ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში ხედავდა.


ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა მიმდინარე კონფლიქტში. მოსახლეობის უმრავლესობის ანტისაომარი განწყობა ხელს უშლიდა პრზიდენტ რუზველტს პირდაპირ მიეღო მოანწილეობა ომში დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მხარეზე. თუმცა ფარულად ამერიკა ყოველგვარ შესაძლებელ დახმარებას უწევდა ბრიტანეთს. 1941 წლის 11 მარტის კანონით ამერიკის კონგრესმა ეს დახმარება კანონიერი გახადა. ამის შემდეგ აშშ დიდი რაოდენობით საბრძოლო და სამეურნეო იარაღს აწვდიდა როგორც ბრიტანეთს, ისე საბჭოთა კავშირს.



იაპონიის თავდასხმის შემდეგ აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტზე პერლ-ჰარბორში 1941 წლის 7 დეკემბერს, ამერიკა იძულებული გახდა მეორე დღეს, 8 დეკემბერს, ომი გამოეცხადებინა გერმანიისა და იაპონიისათვის. აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ პრიორიტეტი ევროპაზე გადაეტანათ და უპირველეს ყოვლისა დაემარცხებინათ გერმანია(„Germany first“). პირველი შეტაკეკბს ამერიკისა და გერმანიის ჯარებს შორის ადგილი ჰქონდათ 1942 წლის მიწურულს ჩრ. აფრიკაში.
ბრძოლა ჩრდილოეთ აფრიკაში 1940-1943მთავარი თემა: „აფრიკის კამპანია“
იტალიელებმა ჩრდილოეთ აფრიკაში, ისევე როგორც ევროპაში, ბრიტანელთა წინააღმდეგ მთელი რიგი დამარცხებებისა იწვნიეს. 1940 წელს ლიბიაში წამოწყებული იტალიელთა შეტევა ტოტალური მარცხით დამთავრდა. გერმანელმა გენერალმაერვინ რომელმა 1941 წლის თებერვალში მიიღო ბრძანება მოკავშირე იტალიელები დაეცვა. რომლის ხელქვეით მხოლოდ სუსტი შენაერთები იდგნენ. შეაფასა რა შექმნილი სიტუაცია, რომელი მივიდა იმ დასკვნამდე რომ ინგლისელთა შეტევის შემთხვევაში თავისი სუსტი ჯარებით თავდაცვას ვერ შეძლებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა თვითონ შეეტია მოწინააღმდეგისათვის და გამოეყენებინა მოულოდნელობის ეფექტი.
31 მარტს რომელმა შეტევა დაიწყო. მისი შეტევის მთავარი ძალა მიმართული იყო მერსა ბრეგას წინააღმდეგ, რომ შემდეგ კირენაიკასკენ გაჭრილიყო. რომლის ვარაუდი გამართლდა, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და გერმანელებმა ბენგაზიც კი აიღეს. 10 მარტისათვის „აფრიკის კორპუსი“ აღმოსავლეთ ლიბიურ პორტ-ციხესიმაგრეს ტობრუკს მიადგა, რომელიც მცირე ხნით ადრე იტალიელებმა გაამაგრეს და შემდეგ თითქმის უბრძოლველად დატოვეს. მთელი 1 თვის განმავლობაში რომლის არმია უშედეგო იერიშს იერიშზე აწარმოებდა ტობრუკის წინააღმდეგ. 13 აპრილს რომელმა იერიში შეწყვიტა. ასევე შეწყვეტილ იქნა წინსვლაც, ვინაიდან გერმანული არმიის მომარაგება ზურგიდან შეფერხებებით მიმდინარეობდა. ორივე მებრძოლი მხარე პოზიციურ საომარ სიტუაციაზე გადავიდა.
ნოემბერის დასაწყისში ბრიტანელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. 26 ნოემბერს ბრიტანელთა მეორე კონტიერიშის შემდეგ ტობრუკის გარნიზონმა მოახერხა ალყის გარღვევა. 7 დეკემბერს „აფრიკის კორპუსმა“ დაიხია გაზალას თავდაცვით ხაზამდე. თუმც ეს უკანადახევა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1942 წლის იანვარში რომელმა კვლავ იერიში მიიტანა ტობრუკზე. 1942 წლის 26 მაისს მან დაიწყო ტობრუკზე შეტევა - კოდური სახელი „ოპერაცია თეზეუსი“. მძიმე სატანკო ბრძოლების შემდეგ გერმანელებმა და მისმა მოკავშირეებმა შეძლეს 10 ივნისს აეღოთ ბირ ჰახეიმი, ხოლო 20 ივნისს აღებულ იქნა ტობრუკი. ამ წარმატებისათვის რომელს გენერალ-ფელდმარშალის სამხედრო წოდება მიენიჭა.
რომლის შემდგომი მიზანი ეგვიპტეზე შეტევა იყო. გერმანელებს უნდა აეღოთ ალექსანდრია და სუეცის არხი. ამ მიზნებს წინ გადაეღობა ბრიტანელთა სარდალიბერნარდ მონტგომერი. ელ ალამეინის მახლობლად ბრიტანელებმა თავდაცვის 65 კმ-იანი ხაზი ააგეს და გერმანელთა შეტევა შეაჩერეს. 23 ოქტომბერსმონტგომერის კონტშეტევა წამოიწყო. „აფრიკის კორპუსი“ ბრიტებზე რიცხობრივად მცირე იყო და იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა სიტუაცია სრულიად უიმედო შეიქმნა მას შემდეგ რაც 8 ნოემბერს ამერიკელები გადმოსხდნენ კასაბლანკაში და ალჟირში („ოპერაცია ტორჩი“) და გერმანელთა ზურგში მეორე ფრონტი გახსნენ. 13 ნოემბერს ქალაქი ტობრუკი ბრიტანელებმა აიღეს.
1943 წელს რომელს უკანდახევის მეტი სხვა გზა არ ჰქონდა. 23 იანვარს ბრიტებმა აიღეს ტრიპოლი. მარტ-აპრილში გერმანიისა და მის მოკავშირეთა ჯარები ალყაში აღმოჩდნენ („ტუნისის კამპანია“). გერმანელთა შეუპოვარი ბრძოლა მხოლოდ მარეთის ხაზზე გრძელდებოდა. 13 მაისს „აფრიკის კორპუსი“ იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა.



ჰიტლარის სიკვდილის შემდეგ გროსადმირალი კარლ დიონიცი 1 მაისისს ფიურერის ანდერძისამებრ გერმანიის რაიხსპრეზიდენტი გახდა. დიონიცს სურდა გერმანელი მეომრები დასავლელ მოკავშირეებს ჩაბარებოდნენ ტყვედ, რათა თავი დაეხსნათ სსრკ-ის შურისძიებისაგან. ამისათვის მან გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლა გრძელდებოდა. 2 მაისს დიონიცმა თავისი შტაბი ჯერ კიდევ გერმანელთა ხელში მყოფ ქალაქ ფლენსბურგში განათავსა და შეადგინა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რაიხის ფინანსთა მინისტრი გრაფი შვერინ ფონ კროზიგკი.
4 მაისს ნორვეგიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ მებრძოლმა „ვერმახტის“ შენაერთებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდათ „კრიგსმარინეს“ ახლად დანიშნული მეთაური გენერალ-ადმირალი ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი კაპიტულაცია გამოაცხადეს. 7 მაისს გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა რეიმსში ხელი მოაწერა დასავლელი მოკავშირეების წინაშე გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციას. მომდევნო დღეს ბერლინ-კარლსჰორტში იგივე გააკეთა ოღონდ ამჯერად სსრკ-ის წინაშე გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა. 9 მაისს გერმანიის სრული კაპიტულაცია ძალაში შევიდა.
მიუხედავად კაპიტულაცია გერმანელთა ხელში იყო ფრანგული ქალაქები: ბრესტი, ლა-როშელი, ლორიანი და სენ-ნაზერი, ასევე ავსტრიის ნაწილი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი და ბოჰემია. ამ უკანასკნელიდან 2 მილიონმა ჯარისკაცმა გაასწრო წითელი არმიის მოსვლას და დასავლელ მოკავშირეებს ჩაბარდა ტყვედ.


ვარშავის გეტო — მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლება. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450.000-დან 37.000-მდე შემცირდა. სწორედ აქ მოხდა ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელიც ერთ-ერთი პირველი მასობრივი დაუმორჩილებლობა იყო ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპაში.



რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მონისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა, ხოლო სსრკ-ის მხრიდან საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა.



იალტის კონფერენცია ასევე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია იყო მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.
კონფერენცია საბჭოთა კავშირის ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში ჩატარდა (ამჟამად უკრაინის შემადგ.). ამერიკის დელეგაცია მეფის ყოფილ სასახლეში დააბინავეს, პრეზიდენტი რუზველტი კი ლივადიის სასახლეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. ბრიტანეთის დელგაცია კნიაზი ვორონცოვის სასახლეში მოათავსეს, ალუპკაში. დელეგაციების მთავარი წევრები იყვნენ ედუარდ სტეტინიუსი, ევერელ ჰარიმანი, ენთონი იდენი, ალექსანდერ კადოგენი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. გადმოცემით სასახლის ყველა ოთახი ისმინებოდა ენკავედეს მიერ. სტალინი მატარებლით ჩამოვიდა 4 თებერვალს. შეხვედრა ოფიციალური ვახშმით გაიხსნა იმავე საღამოს.








0
425
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0