x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ქინძი ვიყო, თუ ესენი მაგარი ქინძები არ იყვნენ!"
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. თითქმის ყოველდღიურად გვიზიარებს საკუთარ ფოტოებსა თუ შეხედულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იმყოფება მაინც ადევნებს თვალს ქვეყანში მიმდინარე მოვლენებს. ჟურნალისტი ამჯერად პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება:

"1.რუსმა მესაზღვრეებმა, მამისონის უღელტეხილზე, რუსული დროშა აღმართეს.

2. პაატა ზაქარეიშვილი კრემლის ახალ გეგმას აჟღერებს.


3. გაზპრომს ვაძლევთ.

4. ისევ გვისმენენ და ამ მოსმენების საფუძველზე კონტრაზვერვა არკვევს, ხელისუფლების დამხობა როგორ უნდა მომხდარიყო "რუსთავი 2"-ის ეზოში.

5. ნარმანიამ ბოდიში "გადაიხადა" . გადათხრილი ქუჩები ჩამიდესო, რომელიც მილიონები დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს.

6. მინისტრმა თქვა, გაზპრომის შემოსვლა ქვეყნისთვის ცუდიაო და სამინისტროს უუქმებენ.

ქინძი ვიყო, თუ ესენი მაგარი ქინძები არ იყვნენ! თან იმაზე მავნებლები, ვიდრე ჩანან."

image
ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კოდუას ცოლი გახლდათ. წყვილი დაშორდა, თუმცა ჟურნალისტს პოლიტიკური შეხედულებები არ შეუცვლია. "უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-განაცხადა ნანუკამ.

როგორც ირკვევა ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ წყვილს შორის გარკვეული გრძნობები ისევ არსებობს. შერიდგებიან თუ არა და განაგრძობენ ერთობლივ თანაცხოვრებას ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი უბრალოდ კარგ მეგობრებად დარჩნენ: "ირაკლი კოდუა ახლაც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ეს სიყვარული სხვა სიყვარულში გადაიზარდა."


0
452
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0