x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508998
ნანკა კალატოზიშვილი: ''საკუთარი თავი დავკარგე''

image
მსახიობი ნანკა კალტოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომლითაც ირწმუნება, ჰელოუვინის დღესასწაულზე კარგად ვერ მოილხინა. ''დღეს ძალიან უცნაური ღამე მქონდა. მტკვარზე დაიწყო დაცვის დაკვირვებით და ნუ ბოლოს გიცანითო და ბარათმა ქნა თავისი, მერე ბარმენს, რომელიც მიცნობს, ვერ ვაჯერებდი, რომ მე ვარ.

რას ბოდავ, რა ნანკა დაახვიეო. მერე კაფე ''გალერიში'' გადავედი და დაცვამ ბილეთი მაყურებინა პირველად და ძალიან დამეზარა დიალოგი, თან უკვე მტკვრის გამოცდილება მქონდა. გადავედი ''დიდ გალერიში'' და იქაც დიდხანს მათვალიერეს, სანამ მაღიარეს რომ მე, მე ვარ. მოკლედ საკუთარი თავი დავკარგე დღეს. არადა ეგეთიც არაფერი მიქნია ჩემი თავისთვის. უფრო სწორედ ანუკა მურვანიძეს დიდი სიყვარული.

ერთად ერთი ვინც ეგრევე მიცნო, აღმოჩნდა ჟორჟიკა, რომელმაც ძალიან გაასწორა დღეს ''დიდ გალერიში''. ისე, შარშან საოცარი განწყობა ჰქონდა ამ ღამეს, რაც წელს დიდად არსად არ მიგრძვნია სამწუხაროდ"-წერს ნანკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. image

ცოტა ხნის წინ, ნანაკა მეორე ნახევარსა და შვილის მამას, ირაკლი კედიას დაშორდა. "პატივცემულო ჟურნალისტებო ამა ქვეყნისა, მესმის, გაინტერესებთ. მაგრამ მთელი დღე ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა. ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ"-წერდა ნანკა სოცალურ ქსელში. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-გვიამბობდა ნანკა.image

0
599
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0