x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134694
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
სოფო ნიჟარაძის კომენტარი გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით

image

მომღერალი სოფო ნიჟარაძე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბარი ისმის, შემდეგ კომენტარს აკეთებს:

“ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!
ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!“

image

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მომღერალი და ექს პრეზიდენტი, საქართველოს სამომავლო მდგომარეობაზე საუბრობდნენ. ნიჟარაძემ ჯურნალისტ ნოდარ მელაძის მიმართ კი შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.image

0
726
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0