x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509017
15 მეგა-სექსუალური ლამაზმანი, რომლებთანაც ლეონარდო დი კაპრიოს რომანი ჰქონდა

image
სიმპატიური, საინტერესო და ცოტა იდუმალი ლეონარდო დი კაპრიო - ქალების უმრავლესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და სექსუალური მამაკაცი, რომელიც უამრავ ლამაზმანს ხვდებოდა. ამ სიაში არიან მომხიბვლავი მსახიობები, ულამაზესი სუპერმოდელები... მოკლედ, ოქროს ქანდაკებისგან განსხვავებით, ქალებში ლეოს ყოველთვის უმართლებდა.

თავისუფალ დროს ლეონარდოს უყვარს იახტით სეირნობა, კალათბურთის თამაში და, რაღა თქმა უნდა ლამაზმანებთან ურთიერთობა. ის შეიძლება სულაც არ იყოს იდელაურ ფორმაში, მაგრამ მაინც მაგნიტივით იზიდავს მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონებს, ისეთებს, როგორები ქვემოთ მოყვანილ სიაშია.

1. ჟიზელ ბიუნდჰენი

image

სანამ ფეხბურთელ ტომ ბრეიდის გაყვებოდა ცოლად, 200-2005 წლებში ჟიზელს რომანი ჰქონდა ლეონარდო დი კაპრიოსთან. ბიუნდჰენი - ბრაზილიელი სუპერმოდელი და Victoria’s Secret-ის ყოფილი ანგელოზი 2014 წელს "ფორბსის" ვერსიით 89 ადგილზ იყო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალებს შორის. დღეისთვის იგი ყველაზე ძვირადღირებულ მოდელად ითვლება და ამავდროულად აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით.


2. ბლეიკ ლაივლი
image

მართალია, მათი ურთიერთობა ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა, თუმცა 2011 წელს ლეო და ბლეიკი არაერთხელ უნახავთ ერთად სხვადასხვა კლუბებსა და ბარებში. როგორც ჩანს, ეს რომანი მალევე ჩაქრა, ისევე, როგორც ლაივლის კარიერა. 2005 წელს, ფილმში "ჯინსები - თილისმანი" საკმაოდ წარმატებული სტარტის მიუხედავად, ბლეიკის კარიერა დაღმა სვლით განვითარდა, განსაკუთრებით დი კაპრიოსთან წარუმანეტებლი რომანის შემდეგ. დღეს იგი ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავის, რაიან რეიჰოლდსის ცოლია და სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ვუდი ალენის ჯერ-ჯერობით უსახელი ფილმში, რომელიც 2016 წელს უნდა გამოვიდეს.

3. მირანდა კერი
image

კი კაპრიო მირანდა კერისთან ურთიერთობაში 2013 წელს იყო შემჩნეული. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ლეო ხშირად არის გატაცებული ამომავალი ვასკვლავებით. კერი უფრო მეტად ცნობილია, როგორც Victoria’s Secret-ის ანგელოზი“ H&M-ის სახე (ამ უკანასკნელში მან ჟიზელ ბიუნდჰენი შეცვალა), Reebok-ისა და Wonderbra-ს მოდელი. ასტრალიელი ლამაზმაბი ასევე არის მწერალი კოსმეტიკური ხაზის KORA Organics-ის მფლობელი. ჟურნალმა Men’s Health, კერი დაასახელა ყველა დროის 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის, ბრიტანულმა ჟურნალმა Esquire კი იგი 2012 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.


4. ბარ რაფაელი
image

ლეო და ბარ რაფაელი ერთმანეთს ხვდებოდნენ და შორდებოდნენ 2006-დან 2011 წლამდე. დი კაპრიოსთვის რაფაელისთან რომანი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ურთიერთობაა. ამ რომანზე ყველა საუბრობდა და ელოდნენ, შეძლებდა თუ არა ბარი "მოერჯულებინა" და ცოლად გაჰყოლოდა ლეონარდოს. ბარ რაფაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია და ჟურნალ "მაქსიმის" ვერსიით 2013 წლის ყველაზე სექსუალური ქალია. ისრაელში დაბადებული ლამაზმანი ბევრი ცნობილი ბრენდის მოდელი იყო, მათ შორის Chanel-ის, Gap-ისა დაTrue Religion-ის, იყო ასევე წამყვანი შოუსი The X-Factor ისრაელის ტელევიზიაზე.


5. ნაომი კემპბელ
image

როგორც ამბობენ, ნაომისა და დი კაპრიოს მოკლევადიანი რომანი ჰქონდათ 1995 წელს. ნაომისთვის უცხო სულაც არ არის ცნობილ, გავლენიან და მდიდარ მამაკაცებთან ურთიერთობა, მის კავალერებს შორის იყვნენ მაიკ ტაისონი, რობერტ დე ნირო, ვლადისლავ დორონინი. კემპბელი მსოფლიოში ერთ-ეთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელია, ასევე არის მწერალი, მსახიობი და მომღერალი.


6. ჰელენა კრისტენსენი
image
ლეონარდოს ჰელენასთანაც ასეთივე ხანმოკლე რომანი ჰქონდა. კრისტენსენი - დანიელი მოდელი და სილამაზის დედოფალი, მუშაობდა Victoria’s Secret-ტან და არაერთგზის გამოჩენილა ისეთი ცნობილი გამოცემების გარეკანებზე, როგორებიცაა Vogue, Elle და Harper’s Bazaar. იგი, ნაომი კემპბელთან ერთად, შედის სუპერმოდელების ე.წ. "შესანიშნავ შვიდეულში". მოდელის კარიერის გარდა, ჰელენა აქტიურად არის ჩართული ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მრავალრიცხოვან კამპანიაში.


7. ევა ჰერციგოვა
image

თავად სუპერმოდელის თქმით, მას ლეოსთან ერთთვიანი რომანი ჰქონდა 1998 წელს. ჩეხ მოდელსა და მსახიობს შეუძლია იამაყოს არა მხოლოდ ამ ფაქტით, არამედ შესანიშნავი კარიერითაც. იგი ხშირად მუშაობდა Sports Illustrated Swimsuit Edition-თან და Victoria’s Secret-თან. ჰერცოგივა მონაწილეობდა Guess Jeans-ისა და Wonderbra-ს სარეკლამო კამპანიებში, გადაღებულია Duran Duran-ის კლიპში და მონაწილეობას იღებს მრავალ სრულ თუ მოკლემეტრაჟიან ფილმში.

8. ბიჟუ ფილიპსი
image
გავცელებული ხმების თანახმად, 1998 წელს ლეონარდო დი კაპრიო ბიჟუ ფილიპსს ხვდებოდა. მათი რომანიც მოკლევადიანი. ბიჟუ ცნობილი გახდა როგორც მოდელი, შემდეგ კი გადაერთო მსახიობობაზე. იგი ოდესღაც ცნობილი ჯგუფის, The Mama’s and the Papa’s - წევრის, ჯო ფილიპსის ქალიშვილია და ამჟამად გათხოვილია ტელევარსკვლავ დენი მასტერსონზე. მათ 2011 წელს იქორწინეს ირლანდიის ციხესიმაგრეში.

9. რიანა
image

გასულ წელს რიანა და ლეო არაერთხელ იყვნენ შემჩნეული ერთად სხვადასხვა სიტუაციაში, რაც გახდა მათ შორს რომანის არსებობის შესახებ ჭორების საფუძველი. ბარბადოსში დაბადებული მომრერალი პირველივე სინგლით «SOS» პირველ ადგილზე აღმოჩნდა Billboard-ის ჰიტ-პარადში. მას უკვე უამრავი ჯილდო აქვს მიღბული, მათ შორის 8 გრემი.


10. ტონი ჰარნი
image

ჰარნი და ლეო ერთად იყვნენ 2013 – 2014 წლებში. გერმანული წარმოშობის მოდელის კარიერა განსაკუთრებით წინ წავიდა 2008 წელს Calvin Klein-თან ექსკლუზიური სამოდელო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ჰარი ასევე მუსაობდა Dior-ის, Chanel-ისა და Louis Vuitton-ის კოლექციების ჩვენებებზეც. ლეოსთან დაშორებას, როგორც ჩანს, მისთვის დიდი ტრავმა არ მიუყენებია, რადგან ამჟამად ლამაზმანი ფეხბურთელს, ჩენდლერ პარსონსომს ხვდება.

11. ერინ ჰიზერტონი
image

დი კაპრიოსა და ჰიზერტონს რომანი 2011-2012 წლებში ჰქონდათ. ერინ ჰიზერტონი ებრაული წარმოშობის ამერიკელი მოდელია. ალბათ გასაკვირი აღარ იქნბა, თუ ვიტყვით, რომ ისიც, ამ სიის სხვა წევრებივით, Victoria’s Secret-თან მუშობდა, ასევე მონაწილეობდა ისეთი სამოდელო სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა Marc Jacobs, Dolce & Gabbana და Zac Posen. სამოდელო კარიერის გარდა, ერინი მონაწილეობს სერიალში "ლიგა" და ადამ სენდლერის კომედიაში "კლასელები 2".

12. კლერ დეინსი
image

ბაზ ლურმნის "რომეო და ჯულიეტაში" გადაღებების შემდეგ ლეონრდოსა და კლერ დეინსს შორის რეალურ ცხოვრებაშიც გაჩნდა მცირე რომანი. შექსპირის რომანის ეკრანიზაციის შემდეგ დეინსმა გააგრძელა სამსახიობო კარიერა და ახლახანს ისევ ეწვია წარმატება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის როლით პოპულარულ სერიალში "სამშობლო". 2013 წელს ამ როლისთვის დეინსმა "ემიც" მიიღო, 2015 წელს კი ჰოლივუდის ბულვარზე ვარსკვლავიც გაუხსნეს.


13. ბრიჯეტ ჰოლი
image

1994 წელს, კარიერის დასაწყისში, ლეოს ხშირად ხედავდნენ ახალგაზრდა და მშვენიერ ბრიჯეტ ჰოლთან გადახვეულს. ამ ნუსხაში წარმოდგენილ ქალბატონებთან შედარებით ბრიჯეტი ნაკლებადაა ცნობილი. ჰოლმა მოდელის კარიერა 10 წლისამ დაიწყო. 17 წლის ასაკში იგი უკვე "ფორბსის" ნუსხაში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. იგი ისეთი ჟურნალების გარეკანზე ჩნდებოდა, როგორებიცაა Elle, Vogue და Harper’s Bazaar, მონაწილეობდა Guess Jeans-ისა და Pepsi Cola-ს სარეკლამო კამპანიებში.


14. ტრიშელ კანატელა
image

სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავთან, ტრიშელ კანატელასთან ლეონარდო დი კაპრიოს რომანი ისევ ჭორის დონეზე რჩება. კანატელა მონაწილეობდა შოუში The Real World: Las Vegas, ასევე შიშველი პოზიორობდა Playboy-სათვის, მონაწილეობდა პოკერის პროფესიულ ჩემპიონატში, სადაც $20 000 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.



15. კრისტენ ზანგი
image

ზანგი და დი კაპრიო 1995-დან 1999 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა ამ პერიოდში, როგორც ჩანს, ლეო სხვა ქალებთანაც აბამდა ურთიერთობას… 90-იან წლებში ზანგი საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და ხანმოკლე სამსახიობო კარიერაც ჰქონდა. მას საკმაოდ წარმატებული დებიუტი ჰქონდა 1998 წელს, ფილმში All My Friends Are Cowboys და პოპულარულ კომედიაში "დარმა და გრეგი", შემდეგ კი მხოლოდ დაბალბიუჯეტიან სერიალებში ჩნდებოდა. გაცილებით მეტი წარმატებები ჰქონდა კრისტენს მამაკაცებთან ურთიერთობაში. ლეონარდოს გარდა, მისი კავალრების სიაში მოხვდნენ ნიკოლას კეიჯი და მაიკლ ჰატჩინსონი.

1
1323
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1323
  
2015, 2 ნოემბერი, 13:26
გავაზიარე
0 1 1