x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134682
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
იცით თუ არა რომ...

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების ინიციტივითა და წარდგენით 2014 წელს დედა ენას, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2014 წლის 14 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილება #295).

შეიძლება თამამად ითქვას, რომდედაენისშექმნა თავისი მნიშვნელობით უტოლდება ყველაზე დიდ წვლილს, რომელიც რომელიმე ჩვენს დიდ წინაპარს შეუტანია ჩვენი ერის სულიერ საგანძურში“ - ასე შეაფასა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გრიგოლ აბაშიძემ იაკობ გოგებაშვილისდედაენაგამოსვლიდან 100 წლის შემდეგ.

ენა ხომ ერის მეობის უპირველესი ნიშანი - პიროვნული იდენტობის ღერძია. ენის დაკარგვა კი ამ იდენტობის რღვევის ტოლფასია. გოგებაშვილი წერდა, რომ: „დედაენა არის ძირითადი ეროვნული ძალა, უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა“. მისთვის ერის განვითარება წარმოუდგენელი იყო ენის განვითარების გარეშე. ქართველი განმანათლებლებიც ხომ ერის კონსოლიდირების უმთავრეს საშუალებად სწორედ ერთიან სალიტერატურო ენას მოიაზრებდნენ. ამიტომ, XIX საუკუნის ბოლოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი, სრულიად განსხვავებული, მეთოდურად გააზრებული, ქართულ სინამდვილეზე ორიენტირებული დაწყებითი (საანბანე) სახელმძღვანელოს შექმნის ობიექტური მოთხვნა გაჩნდა, რაც 1876 წელს განახორციელა კიდეც იაკობ გოგებაშვილმა. მან პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, სადაც გაითვალისწინა ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგია და ქართული ენის სპეციფიკა, ხოლო სწავლების პრინციპებად შეგნებულობა, აქტიურობა, სისტემატურობა, თანამიმდევრულობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება დაასახელა.

დედაენა

image

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ჩვენი მემკვიდროება
ჩვენი მემკვიდროება
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0