x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509014
"ჰელოუინი" - "საფულე თუ სიცოცხლე?" დღესასწაულის საიდუმლო და მისი ისტორია.

image
"ჰელოუინი" - "საფულე თუ სიცოცხლე?" დღესასწაულის საიდუმლო და მისი ისტორია.








ჰელოუინი - დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.


რატომ ხდება ისე, რომ 31 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი, ასე ვთქვათ იცმევს "საშიშ" ტანსაცმელს და გოგრებს უკეთებენ საშიშ სახეებს?


უმეტესობას ჯერა, რომ "ჰელოუნი" წარმოიქმნა ძველი ფესტივალიდან "Самайн"-დან. ადრეულ წლებში ეგონათ, რომ წელიწადის ამ დროს კედელი, რეალურ სამყაროსა და "მკვდრების" სამყაროს შორის ქრებოდა, ან მცირდებოდა რის შედეგადაც მკვდრების სულებს შეეძლოთ დედამიწაზე დაბრუნება და "ცუდი საქმეების" კეთება. ამ დროს ყოველთვის იყო მაგიდასთან ცარიელი ადგილი - "არაამქვეყნიური სტუმარისთვის". მას ერგებოდა საუკეთესო კერძები. მაგრამ ითვლებოდა, რომ სახლში მხოლოდ კეთილი სული მოხვდებოდა. ეზოში ცეცხლს ანთებდნენ, ეს არ აძლევდა ბოროტ სულს შესულიყო სახლში.


ხუმრობები, საშიში ტანსაცმელი და სხვა ასეთი რამ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში გაჩნდა. ირლანდიაში, შოტლანდიაში და უელსში ადამიანები დადიოდნენ "საშიში ტანსაცმლით", მიდიოდნენ სახლში და თხოვდნენ საჭმელს სიმღერის ან ცეკვის სანაცვლოდ.



ფრადა - "საფულე თუ სიცოცხლე" პირველად ამერიკაში გაჩნდა, 1927 წელს.


დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.




0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0