x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134694
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი მამის ასლია (+ფოტოები)

image
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ცნობადი და პოპულარული სახეა. სასურველი სარძლო გახლდათ, მან კი არჩევანი რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენსა და ყოფილ წყალბურთელ ირაკლი კუტალაძეზე შეაჩერა. სამწუხაროდ ურთიერთობა მალევე დაინგრა. ორსული ნინი საქართველოში დაბრუნდა და ირწმუნებოდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იყო. ყველაფერს ფარდა თავად რაკლი კუტალაძემ ახადა: "მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს, ისევ საკუთარი პიარისთვის-ნახეთ ქმარმა სამშობიაროში მიატოვაო"-ამტკიცებდა ირაკლი.

image
დრო გავიდა და წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. ნინი ვარაუდობდა, რომ მისი ქმარი პროვოკაციებზე წამოაგეს, ბოროტი ენები მიუტანეს. "ეს ნამდვილად იყო გიჟური სიყვარული და გადარევა, რადგან ადამიანს კარგად არ ვიცნობდი და ცოლად მაინც გავყევი. მჯეროდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ სხვა რამეა, როდესაც ოჯახური თანაცხოვრება იწყება. მე და ირაკლი არ ვმეგობრობთ, თუმცა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შვილის გამო. ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ელენეს ასეთი მამა ჰყავს. მეგობრობენ"-გვიამბობდა ნინი.

ირაკლი ყურადღებიანი მამაა. ელენე ძალიან ხშირად მამასთან და მის ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებს. გოგონას თან დაჰყვება ძიძა საქართველოდან. პატარე ელენე ახლაც მამასთან ერთად ატარებს დროს და ძალიან ბედნიერია. როგორც ირკვევა, პატარა ელენე მამას ძალიან ჰგავს, მასავით უყვარს ცურვა და მეტიც, მამის ასლია. გთავაზობთ მამა-შვილის ფოტოებს. imageimageimageimageimage

image
imageimageimage





0
861
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
861
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0