x
მე სიყვარული მიყვარს

რომ დაწერო, რომ ამოთქვა გულის ძახილი და შემდეგ რომ
მოქარგო ეს ყველაფერი, სულაც არ არის აუცილებელი გიყვარდეს ვინმე განსაკუთრებით, მაგრამ
როცა გიყვარს, განსაკუთრებული სიფაქიზით ეპყრობი ყველა ბგერას, ყველა სიტყვას და ქმნი
სიყვარულისგან შენებურ შედევრს, რომელიც შესაძლოა სხვებისთვის საერთოდ არ იყოს ეს ხატოვანი,
მაგრამ აუცილებლად იქნება „შემეცნებითი, “ რაიმე ახლის მომცემი და შენთვის, „შედევრის“
ავტორისთვის, ეს არის კმაყოფილება, ეს არის ის მიზანი რის გამოც ასე ფაქიზად და ხატოვნად
გადმოცემ საშინელ გამოცდილებას, ტკივილს და ნაჭრილობებს აღწერ მეტაფორულად. პირველ
რიგში, შენდობას ვითხოვ ყველასგან ვისთვისაც ჩემი სიტყვები ხმამაღალ ნათვამად მოგეჩვენათ
და მადლობას გწირავთ, მათ ვისთვისაც ჩემი მონათხრობი გულის სისხლძარღვებს აგიჩქროლებთ,
გულისცემას გაგიმძაფრებთ და განგაცდევინებთ იმ მიზანს რაც ამ „ნაბოდვარს“ უდევს საფუძვლად.


„მე მიყვარს! მე, თავად სიყვარული მიყვარს, იმიტომ რომ
მას შეუძლია განმაცდევინოს ყველაფერი ამქვეყნიური ლამაზისა და მშვენიერის სიყვარული.
განსაკუთრებით იმიტომ რომ ხშირად ის მაძლევს საშუალებას განვიცადო, არაამქვეყნიური,
შეუდარებლად ძლიერი, ჰარმონიული, ძალიან ფაქიზი გრძნობა, ამავდროულად ძალიან მტკივნეული
და გამანადგურებელი სიძლიერის გრძნობა, მაგრამ მე მიყვარს ის, მე სიყვარული მიყვარს!
სიყვარული მაძლევს სიმდიდრეს, მაძლევს საბაბს ვიცოცხლო, მავალდებულებს ვიარსებო მათთვის
ვინც მიყვარს და მათთვის ვისაც ვუყვარვარ, მაგრამ დადგება დრო, როცა ამ გრძნობის გამო
ამ ადამიანებს გულგატეხილსა და გულნატკენს დავტოვებ, სწორედ ეს სიყვარული აწყენინებს
მათ ჩემს გამო, მაგრამ მათ გულში ჩემი ადგილი იქნება მეტადრე აღმატებული ვიდრე ეს სიცოცხლეში
იყო. მანამდე კი, მე ვიპოვნი მას, ვისაც ჩემს განსაკუთრებულ სიყვარულს ვაჩუქებ, გავუზიარებ
და ეს სიყვარული შობს ნაყოფს, რომელიც ფრთაგაშლილი იფრენს, გაზრდის და გააძლიერებს
ამ საოცარ გრძნობას ადამიანებსა და ყოველივე ღვთისაგან შექმნილ სულიერ თუ უსულო არსებებსა
თუ საგნებში, მიმოფანტავს და სასიამოვნოდ გაამძაფრებს სურნელს სიყვარულისას! მე მიყვარხარ
შენ, მიყვარხარ იმიტომ რომ შენ შეძელი ის, რისი განცდაც ამდენი წელია მეწადა, მაგრამ
ჩემი და შენი სიყვარული სხვადასხვა მიმართულებისაა და ორივე მათგანმა დრო შეაჩერა,
დრო გაყინა იმიტომ რომ ბევრ რამეზე დავფიქრებულიყავი, იმიტომ რომ მეც მესწავლა რაღაც,
თუნდაც მხოლოდ ის რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც შენ(მე) დგამ (ვდგამ) მოითხოვს მსხვერპლს,
ხანდახან ძალიან მტკივნეულსა და შემზარავს, თითქოსდა გაფიქრებინებს აქააო დასასრული
ცხოვრებისა, მაგრამ ისევ შენ (სიყვარულია) მხსნელი ამ მდგომარეობისა, ხოდა სწორედ მაშინ
ლღვება ის გაყინული ორი სხვადასხვა სიყვარული და აგრძელებს ძიებას, ახალი „მსხვერპლისას, “
რომელიც ჯილდოდ მდუღარე, ამაღელვებელ სიყვარულს მიიღებს და გააცოცხლებს ნატვრის ხეს,
სადაც დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით დატოვე შენი (ჩემი) წადილი.... მე მიყვარხარ შენ
და მაინც მგონია, რომ შენ შეძლებ ამ გაყინული გრძნობის გადნობას, რომ ერთიანად ამოხეთქოს
დაგროვილმა „სიყვარულის ლავამ“ და ჰპოვოს თავისი კალაპოტი. მე მიყვარხარ შენ, მე სიყვარული მიყვარს!“

სიყვარული

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0