x
image
TaFLiKa
მალე – "Johnnie Walker"-ის “ჭკვიანი ბოთლები”

ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა “Diageo”-მ და ნორვეგიულმა კომპანია “Thin Film Electronics ASA”-მ “ჭკვიანი ბოთლი” წარმოადგინეს. მისი პრეზენტაცია მარტის დასაწყისში “Mobile World Congress”-ზე გაიმართება.


ავტორები გვპირდებიან, რომ პროექტი სრულიად შეცვლის ბოთლის როლს სამომხმარებლო ცხოვრებაში. ინოვაციას Johnnie Walker Blue Label-ის საშუალებით წარმოადგენენ.


“ჭკვიანი ბოთლი” აღჭურვილი იქნება opensense-ის სენსორით, რომელიც იყენებს NFC ფუნქციას. მგრძნობიარე ელემენტი მოქმედებს მაშინ, როცა ბოთლი დალუქულია ან ღიაა, სენსორული ეტიკეტი საშუალებას აძლევს Diageo-ს უშუალოდ მიმართოს მომხმარებელს სმარტფონიდან ინფორმაციის წაკითხვის მომენტში. სურვილის შემთხვევაში მყიდველი მიიღებს მიზნობრივ სარეკლამო შეტყობინებებს როგორც მაღაზიაში, ასევე ყიდვის შემდეგაც. მაგალითად, ის შეიტყობს რაიმე პრომო აქციის ან საინტერესო კოქტეილის შესახებ. გარდა ამისა, diageo გააკონტროლებს იმ გზას, რომელსაც “ჭკვიანი ბოთლი” გაივლის გამომგონებლიდან- მომხმარებლამდე.


imageimageimage

4
177
7-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
177
  
2015, 23 ოქტომბერი, 23:55
ცარიელ ჭიქას რო დაინახავს თითონ მოირბინოს და დაასხას არა???????
2015, 23 ოქტომბერი, 22:55
:)
2015, 23 ოქტომბერი, 21:35
კი საინტერესოა
2015, 23 ოქტომბერი, 21:07
საინტერესოა
0 1 4