x
image
ნინიჩკა
,,პრეზიდენტი ობლად გამოიყურება"-ნიკა გვარამიას განცხადება

imageრუსთავი2“-ის დირექტორის განცხადებით ხელისუფლებაში ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თანამდებობის პირი პრეზიდენტია, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის ქმედებები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველშვილი მედიასთან ურთიერთობაში თანმიმდევრულია. აღნიშნული განცხადება „რ2“-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი მარგველაშვილთან ტელეკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.„საქართველოს პრეზიდენტი მედიასთან ურთიერთობაში და მედიაპრულარიზმის დაცვაში თანმიმდევრულია. ის ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტია და ძალიან კარგია, რომ ასე იქცევა. კონკრეტულად ამ ვითარებაში, დღევანდელი სიტუაციის კონტექსტში, სამწუხაროდ ხელისუფლების ტოტალური არაადეკვატურობის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად ობლად გამოიყურება, პოზიტიური თვალსაზრისით და ის ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თანამდებობის პირია, ვინც კი დარჩა ხელისუფლებაში.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0