x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ცნობადები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე: "თქვე მართლა ფარჩაკებო, სამარცხვინოებო, უვიცი უწიგნური ბრბო ხართ"
image
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კასრების კადრების გავრცელებასა და "რუსთავი 2"-ის სასამართლოს ქართული შოუბიზნესის დიდი ნაწილი ეხმაურება.

მსახიობი ია ფარულავა: "კადრებმა მოიყვანეს და კადრები წაიყვანს მათ... გამოუშვით კადრები ფაჩაკებო დროზეეეეე!!!!!! არ გვეშინია".image

თბილისში პრეზიდენტის ბიბლიოთეკა წითელი საღებავებით შეღებეს, რამაც მერსი სულხანიშვილი გაანაწყენა: "თქვე მართლა ფარჩაკებო, სამარცხვინოებო ყველაფერი მინახავს მარა ამ დონის ვანდალიზმი 21 საუკუნეში დაარბიო ბიბლიოთეკა. თუმცა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გაუნათლებელი, უვიცი უწიგნური ბრბო ხართ."

"ის რაც ხდება ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველგვარ ზღვარს სცილდება, სცილდება სამართლებრივ ნორმებს ამის გამო ნებისმიერ ევროპულ ცივილიზირებულ ქვეყანაში სწორედ თქვენს წინააღმდეგ ფსევდო განათლებულო, პატრიოტო ახალგაზრდებო გატარდებოდა აღკვეთი ღონისძიებები, სწორედ ქმედუნარიანი მთავრობა თქვენაირების დასაშლელად გამოიყენებდა სპეცნაზს, თვალი გადაავლეთ მსოფლიოს როგორ მეთოდებს იყენებენ მსგავს შემთხვევებში. ეგ არ არის საზოგადოებაზე ზეწოლა ძალით შოუების მოწყობა და კადრების საჯარო ჩვენებები, ის ზეწოლა არ არის კერძო საკუთრების დარბევა უმსგავსო საქციელებით? სირცხვილია მთავრობა ყოველივეზე, რომ თვალს ხუჭავს და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე ხდება და მეტიც მოწოდებით გამოდის და საზოგადოებას აპირისპირებს"-დასძენს მერსი.image


ნუკი კოშკელიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკიდან ადევნებს თვალს: "სირცხვილია, როდესაც, ტელევიიზიის ხენმძღვანელი, გამბედაობით, ჭკუით, პატრიოტიზმით და ფასეულობებით, ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას სჯობს.. ბრავო ნიკა გვარამია! დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, რთულია ნებისმიერისთვის.. მაგრამ აწი აბა თქვენ იცით ქოცებო, გამოძვერით ამ სიტუაციიდან, ან უმჯობესი იქნება გამოძვერით ჩვენი ქვეყნიდან, როგორც ჭია ვაშლიდან და ნუ ჭამთ და ალპობთ ქვეყანას შიგნიდან, მიეცით საქართველოს განვითარების და წინსვლის საშუალება... მედიის, სიტყვის, პირადი ცხოვრების, ხალხის-თავისუფლების წართმევა შეუძლებელია... დღეს ჩვენ ეს დავინახეთ.."image

ნანუკა ჟორჟოლიანი:"ის რომ დღეს ურთმელიძემ არ გამოაცხადა განაჩენი, რასაც აპირებდა, არის თქვენი, მაყურებლების, ჩვენი მეგობრების დამსახურება. მადლობა მეგობრებო".

"როგორც კი სხვისი სექსის ყურებას თავს დავანებებთ და საკუთარით დავკავდებით, გვეშველება. დამიჯერეთ, ესაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რთული დღე იყო."image

მსახიობი ეკა დემეტრაძე:''9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ, ფოტოები და კადრები მინახავს... ''მაცნეს'' ეთერში ფრაზა "სოხუმი დაეცა" მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა. მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.

ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა" მახსოვსებისგან" განსხვავებით)...

7 ნოემბერიც მახსოვს, სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ''ოცნების'' მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.

ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)... და 13 ივნისი!!

13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს...

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც... წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში... ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს...

და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ''.image

თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილოა: "მივმართავ ჩვენს მთავრობას - პრემიერ მინისტრს! სასწრაფოდ მიიღონ ზომები ამ ადამიანის მიმართ რადგან თუ ის ახლო მომავალში არ დატოვებს "მირთმეულ" თანამდებობას (პრეზიდენტი) მაშინ ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ თქვენ ხალხის არჩეული მთავრობა დაგშალოთ!!! ძალიან ცუდი სუნი მცემს!!!".

image








0
566
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0