x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
,,უხერხულია ერთი კონცერტის გამო ერთმანეთის ასე მიჩათლახება,,- წერს ანრი ჯოხაძე

imageთბილისობასთან დაკავშირებით ბევრი მომღერალი სცენის მიღმა დარჩა, რამაც შოუბიზნესის წარმომადგენლების განაწყენება გამოიწვია და სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის პოსტებს დებდნენ. ამჯერად მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელიც სცენაზე იდგა და თბილისობის დღესასწაულზე მღეროდა, კოლეგებს შემდეგნაირად პასუხობს.


“წლების მანძილზე იყო კონცერტები სადაც ჟანრობრივად და კონცეფციიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა დაეძახათ ჩემთვის, მაგრამ რატომღაც არ ან ვერ ვახსენდებოდი ორგანიზატორებს მაგრამ საჯაროდ არასოდეს გამილანძღავს იქ გამოსული მომღერლები და არც ორგანიზატორები, ასევე ყოველთვის მადლობელი ვიყავი იმ კონცერტებში მონაწილეობით სადაც მეპატიჟებოდნენ.
თუ ასეთი ცუდი კონცერტი იყო როგორც ზოგიერთები ბედნიერად პოსტავთ, მაშინ გიხაროდეთ რომ არავის გაახსენდით.
ასეთი კომენტარებით პირდაპირ ხაზგასმით აღნიშნავთ საკუთარ "ლუზერობას" უხერხულია ერთი კონცერტის გამო ერთმანეთის ასე მიჩათლახება“.

imageწერს სოციალურ ქსელსი მომღერალი.

0
70
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0