x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სკანდალად ქცეული თბილისობა და ორად გახლეჩილი შოუბიზნესი: "ნათლად გამოჩნდნენ ბოღმა კოლეგები"
image
თბილისობის დღესასწაული უკვე რამდენიმე დღეა განხილვის საგანია. ზოგი კმაყოფილია, ზოგი კი მთავრობასა და ორგანიზატორებს აკრიტიკებს. ქალაქის ცენტრში კონცერტი გამართა, რომელზეც ქართველმა მომღერლებმა იმღერეს. სამწუხაროდ კონცერტზე ყველა მომღერალი ვერ მოხვდა, რასაც შოუბიზნეში დიდი გაურკვევლობა მოჰყვა.image

ნინა წკრიალაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ამ მთავრობას არ უმღერებდა. მომღერალი კონცერტს მიღმა დარჩა: "მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თბილისობის დღესასწაულზე ნამღერი მაქვს, ველოდებოდი, რომ არ დამირეკავდნენ, მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. ჩემი რამდენიმე კოლეგაც არ ყოფილა, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად არიან: რატი დურგლიშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ქრისტინე იმედაძე."image

"თბილისობის კონცერტის სია ვინ შეადგინა ძალიან მაინტერესებს... მინდა გავესაუბრო. ხუმრობის გარეშე მაინტერესებს"-წერს სოციალუქ ქსელში მომღერალი ნინო ჩხეიძე.image

"მოგი..ანთ კონცერტების სიების შემდგენი"-წერდა მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განმარტებით, თბილისზე 2 სიმღერა აქვს, ბოლო ჰიტია და გაუგებარია რატომ დარჩა კონცერტს მიღმა.image


"გუშინდელი კონცერტის მერე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ბოღმა "კოლეგები". ალბათ, ახალი წლის კონცერტის შარშანდელი ამბავიც განმეორდა. რამდენნი ყოფილხართ ღმერთმანი!!! ძალიან უხერხულია...და სასაცილო!!!"-წერს თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში. image

"დედა! არ დამირეკეს, მაგრამ არც მწყენია ანუ მინდა არ მინდა განაწყნებულებში რად გამაწევრიანეთ?! არც თბილისზე სიმღერა არ გამაჩნია...უამრავი კონცერტი ჩატარებულა უჩემოდ... მერე რა მოხდა?!"-დასძენს ქრისტინე იმედაძე.image

"წლების მანძილზე იყო კონცერტები სადაც ჟანრობრივად და კონცეფციიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა დაეძახათ ჩემთვის, მაგრამ რატომღაც არ ან ვერ ვახსენდებოდი ორგანიზატორებს, მაგრამ საჯაროდ არასოდეს გამილანძღავს იქ გამოსული მომღერლები და არც ორგანიზატორები, ასევე ყოველთვის მადლობელი ვიყავი იმ კონცერტებში მონაწილეობით სადაც მეპატიჟებოდნენ. თუ ასეთი ცუდი კონცერტი იყო როგორც ზოგიერთები ბედნიერად პოსტავთ, მაშინ გიხაროდეთ რომ არავის გაახსენდით. ასეთი კომენტარებით პირდაპირ ხაზგასმით აღნიშნავთ საკუთარ "ლუზერობას" უხერხულია ერთი კონცერტის გამო ერთმანეთის ასე მიჩათლახება"-განაცხადა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ.

0
1421
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0