x
ქართული ოცნების რეიტინგი რეკორდულად დაეცა

imageNDI-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების არსებობის ისტორიაში პირველად, მმართველი გუნდის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.

ასევე ბოლო წლების განმავლობაში პირველად, გამოკითხვის ზოგიერთ პუნქტში, სახელისუფლებო გუნდის რეიტინგს ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელმა გაუსწრო.

კვლევაში დიდია იმ ამომრჩევლების რაოდენობაც, ვისაც არჩვენებში მონაწილეობის ან პოლიტიკური სიმპათიების შესახებ საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 28% პასუხობს, 59%-ს კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს.

გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, ვისაც არჩევნებში მონაწილეობაც გადაწყვეტილი აქვს და პოლიტიკურ არჩევანშიც უკვე ჩამოყალიბებულია, ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი ქართული ოცნებისას 4 პუნქტით უსწრებს და 30%-ს შეადგენს, ქართული ოცნების კი 26%-ია.

გამოკითხულთა ხმები თითქმის თანაბრად იყოფა შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას. ამ შეკითხვას დადებითად 49%, უარყოფითად კი 51% პასუხობს.

NDI-ის კვლევის შედეგებს სახელისუფლებო გუნდი უნდობლობას უცხადებს და რეალური მაჩვენებლების სანახავად არჩევნებს ელოდება.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია კვლევებს ენდობა და არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0