x
image
პერსეპოლისი
ია ნინიძე: "ბავშვები შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, საქორწინო ბეჭედი გავყიდე"
image

ცნობილ მიუზიკლს „ზეციურ მერცხლებს“, სადაც მთავარ როლს ქართველი მსახიობი ია ნინიძე ასრულებს, 55 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,
ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანც გთავაზობთ ამონარიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ია ნინიძეს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ არაერთხელ უსაუბრია, მისი წარსული მუდმივად იწვევს ინტერესს.


-თქვენ ნაადრევად არამხოლოდ ვარსკვლავი გახდით, ნაადრევადაც გათხოვდით. როგორც თქვენი ინტერვიუდან ვიცი, თქვენი ცხოვრება სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟთან - ნიკუშა შენგელაიასთან, არც ისე ადვილი იყო.
-ნიკუშა ბოჰემურ ოჯახში გაიზარდა და სასათბურე პირობებში ცხოვრებას იყო მიჩვეული. მე კი, 16 წლის გოგოს, გვერდით მჭირდებოდა კაცი, რომელიც დამიცავდა.
როდესაც მოსკოვში წავედით სასწავლებლად, თავიდან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. შემდეგ კი კომპოზიტორთა სახლში, ნიკუშას დეიდასთან - მსახიობ არიადნა შენგელიასთან გადავედით.
მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვსწავლობდი, პარალელურად ნიკასთვისაც მიწევდა ლექციების გადაწერა. ნიკა კი მუდმივად წუხდა, რადგან არ მოსწონდა მოსკოვის სერი ცა და განიცდიდა იმ ფერების ნაკლებობას, რითაც მდიდარია საქართველოს ბუნება. გადატვირთული გრაფიკის შედეგად დამემართა ანემია და დილაობით ხშირად მაწუხებდა ცხვირიდან სისხლდენა.


imageია და ნიკუშა


-ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თქვენი განქორწინების, როგორც ვიცი აბორტი გახდა, რაც ნიკუშას მოთხოვნა იყო. პარალელურად კი მისგან კიდევ ერთი გოგონა იყო ფეხმძიმედ.
- ყველა ჩემი შეცდომა წარსულში დავტოვე. მე ჩემს ყველა ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე. მათ შორის ნიკუშასთან. ახლა მას მესამე მეუღლე და შვილები ჰყავს.


- მესამე ქმართან - მიხეილ ნემსაძესთან განქორწინების შემდეგ თქვენ ცოლიანი კაცი შეგიყვარდათ და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს გააგებინეთ, რაც ქართველი ქალებისთვის დამახასიათებელი არ არის.
- როდესაც ლადოს შევუყვარდი, 13 წლის ვიყავი და მან ფილმ „ვერის უბნის მელოდიებში“ მიხილა. ის დაქორწინდა გოგონაზე, რომელსაც ისეთივე ვარცხნილობა ჰქონდა, როგორც მე ამ ფილმში. ლადოს არ ჰქონდა ცალი თვალი, რის გამოც უხერხულობას განიცდიდა. თუმცა მას შეეძლო სიყვარული. ჩემთვის მარტივი მისაღები არ არის სიტყვა „საყვარელი“, მაგრამ ლადომ ამიხსნა, რომ ეს ყველაზე ტკბილი სიტყვა იყო მისთვის. ის თავის ცოლს არაფერს უმალავდა. რომ არა მისი სასიკვდილო დაავადება - კობო, ისინი დაშორდებოდნენ.







- მიიღო ლადომ ბავშვები?
- დიახ, მას ძალიან უყვარდა ნინა და გიორგი. მან თავიდანვე აიყვანა ხელში ჩემი ქალიშვილი და თქვა: „ის მე მამას დამიძახებს“. პირველი სიტყვა, რაც ნინომ წარმოთქვა, იყო „ლადო“.


- ნინოს მშობელი მამა - მიხეილი შტატებში წავიდა. ეხმარებოდა ის შვილს?
- მას როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა და ამას დღემდე აკეთებს.


-ლადომ თავის დროზე ნიშნობის ბეჭედი გაჩუქათ. ის ახლა თქვენ გაქვთ?
-დიახ. დანარჩენი საქორწინო ბეჭდები კი საქართველოში გავყიდე. ჩვენ ბავშვებთან ერთად მხოლოდ 1997 წელს გადავედით მოსკოვში. მანამდე კი საქართველოში
რთული პერიოდი იყო ყველასთვის. სამოქალაქო ომის პარალელურად სახლში არ გვქონდა შუქი და გათბობა. ერთ-ერთ ღამეს ბავშვების ლაპარაკი გავიგე. რომ არ გაყინულიყვნენ, ერთ საწოლში იწვნენ. ნინომ ძმას უთხრა რომ შიოდა, ხოლო მან უპასუხა: „დაიძინე და შიმშილის გრძნობაც გაგივლის“. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა დაუფიქრებლად გავყიდე ბეჭედი.


- ბედის თუ გჯერათ?
-თეატრში, ერთ-ერთი სპექტაკლის გენერალური რეპეტიციის დროს, 300 კილოგრამიანი დეკორაცია დამეცა, რომელიც ცუდად იყო დამაგრებული. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ თეატრიდან უნდა წავსულიყავი. იქ მე დიდად არავის ვუყვარდი მხოლოდ ქალური
შურის გამო.




აღსანიშნავია, რომ მსახიობი თეატრიდან წასვლას დიდი სიყვარულით ხსნის, რომელსაც ლადოს მიმართ გრძნობდა და მისთვის მთავარი იმ ეტაპზე საყვარელ
მამაკაცთან და შვილებთან ერთად ყოფნა იყო. ლადოს გარდაცვალება კი იმდენად განიცადა, რომ თავის მოკვლაც სცადა. ის აივნიდან ხტებოდა, მაგრამ შვილმა შეაჩერა.

3
947
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
947
  
2017, 12 დეკემბერი, 0:21
ინტერმედია მოვითხოვ პასუხს ჩEმს შEკითXვახე!!!!
2017, 12 დეკემბერი, 0:19
ცოლიანი კაცის სურათს რო ასაჯაროვებს ეს ქალბატონი, ლადოს მეუღლის და შვილების უფლებების დარღვევა არ არის?
მდააა....და სულ რამდენი ქმარი ყავდა ჯამში?.....
0 1 3