x
"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა

image"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა. ამის შესახებ "ბბს" წერს. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს, რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.
აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი, ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სირიაში ალ-ქაიდას ფილიალის - "ალ-ნუსრას ფრონტის" ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ "ბოევიკებს" მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.

0
116
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0