x
გაერთიანებული სამეფოს საჩუქარი დაჭრილ ქართველ სამხედროებს

imageდიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი მიიღეს. მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.

საჩუქარი დაჭრილ სამხედროებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცა.

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავის A400M Atlas პრეზენტაცია და მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების სხვადასხვა აქტივობის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0