x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134685
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ამ კუნძულზე მცხოვრებელნი უკვე 1000 წელია არავის არ უშვებენ თავიანთ მიწაზე

image

მცხოვრებელნი კუნძულზე, ინდოეთის ოკეანეში უკვე საუკუნეებია რაც, ასე ვთქვათ გამოყოფილია მსოფლიოსგან. ისინი მშვილდებით ხვდებიან ყველას, ვისაც კუნძულზე მოხვედრა სურთ. კუნძულის მცხოვრებლნი "გამეტებით" იცავენ თავიანთ კულტურას. მეცხრამეტე საუკუნეში ამ კუნძულს ხშირად მიდგომია გემები, ეკიპაჟი ცდილობდა სანაპიროზე გადმოსვლას, მაგრამ მათ მშვილდებით ყრიდნენ კუნძულიდან.


ერთხელ 1897 წელს პოლიცია, რომელიც ეძებდა გაპარულ პატიმარს, აღმოჩნდა ამ კუნძულზე, სადაც მიაგნეს თავიანთ "კლიენტს". მაგრამ სამწუხაროდ ის იპოვეს მკვდარი. მას ყელი ქონდა გამოჭრილი და უამრავი ისარი მოხვედრილი. პოლიციამ სასწრაფოდ დატოვა კუნძული. ეს კუნძული არცთუ ისე დიდია და მასში დაახლოებით 400-მდე ადამიანი ცხოვრობს.



მეცნიერები ხშირად ცდილობდნენ შესულიყვნენ მათთან კონტაქტში. მოჰქონდათ საჩუქრები და ცდილობდნენ სულ "გაღიმებულნი" ყოფილიყვნენ. მაგრამ მეცნიერები ყოველთვის ფიასკოს განიცდიდნენ.



1991 წელს ერთმა ინდოელმა მეცნიერმა შეძლო აბორიგენების ყურადღების მიპყრობა. მეცნიერი ნაპირზე ტოვებდა წითელ ვედროებს. მათ მოეწონათ საჩუქრები და ყოველთვის იღებდნენ ხოლმე, მაგრამ მეცნიერთან ახლოსაც არ მიდიოდნენ. მეცნიერმა გაიგო, რომ აბორიგენების ენა არაფრის არ გავდა არცერთს, რომელიც სმენია ან გაუგონია ოდესმე და დაადგინა, რომ ისინი ამ კუნძულზე განმარტოებით ძალიან დიდი ხნის წინაც ცხოვრობნენ.


2006 წელს მეთევზეების ნავი უამინდობის გამო აღმოჩნდა ამ კუნძულზე, სადაც ისინი მოკლულნი იპოვეს.


ოფიციალურად კუნძული ეკუთვნის ინდოეთს, მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ არ ჩაერევიან მათ ცხოვრებაში: "ღმერთი მათთან, იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ." ასევე ინდოეთის მთავრობა იცავს ამ კუნძულს და არ უშვებენ ტურისტებს ახლოს.


ამ კუნძულზე დრო თითქოს გაიყინა შორეულ წარსულში, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ ხეებსა და ქვებში ღმერთები არსებობდნენ.



imageimage

0
1023
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
1023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0