x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თარხან ბათირაშვილი მოკლეს? უკვე მერამდენედ?

image

თვითონ პანკისის ხეობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას ილამური სახელმწიფოსა
ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის(უფრო ცნობილი როგორც უმარ ალ
შიშანი)დაღუპვის ფაქტს, თუმცა ირანული გამოცემა IRNA ირწმუნება, რომ უმარ
ალ შაშინი მოკლულია, ხოლო კიდევ ერთი ლიდერი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი დაჭრილია.

ავიაიერიშები ერაყის სამხედრო ავიაციამ ქვეყნის დასავლეთში, სირიის
საზღვართან განახორციელა ანბარის პროვინციაში.თარხან ბათირაშვილი და
სხვები"ისლამური სახელმწიფოს" სხვა ლიდერებთან შესახვედრად
მიემგზავრებოდნენ. მასთან ერთად იერიშის შედეგად დაიღუპა აბუ საიდ
ალ-კარბული და ბოევიკების მეთაური აბუანის ალ-სური.


ავიადარტყმების შესახებ ბოევიკების ავტოკოლონაზე ინფორმაციას ადასტურებს
ერაყის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა დაღუპულთა ვინაობას და რაოდენობას არ
ასახელებს.

მამუკა არეშიძემ, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში
სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უმარ ალ-შიშანი შესაძლოა
მართლაც ყოფილიყო იმ ავტოკოლონაში, რადგან ის მიემგზავრებოდა ისლამური
სახელმწიფოს ლიდერების თათბირზე, რომელიც ერაყის ერთ-ერთ ქალაქში უნდა
შემდგარიყო.

შეგახსენებთ, რომ თარხან ბათირაშვილის და სხვა ისლამური სახლემწიფოს
ლიდერების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელდა, თუმცა
ყველა ცრუ აღმოჩნდა.



1
226
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
2015, 13 ოქტომბერი, 19:28
როგორც ცნობილია თარხანი შავი დაჯავშნული ჰამვით გადაადგილდებოდა და თუ ასეთი მანქანაა აფეთქებული არაა გამორიცხული დაღუპულიყო, ისე კი ძალზე საწყენია ასეთი კადრი რომ გაუშვეს თავის დროზე ქართული სპეცრაზმიდან.
0 1 1