x
image
beko777
მძაფრსიუჟეტიანი ქართული მხატვრული ფილმი "ძმები"
image28 ოქტომბერს კ/თ "ამირანში" ახალი ქართული მხატვრული ფილმის "ძმების" პრემიერა გაიმართება, რის შემდეგაც ის, კინოთეატრებში მაყურებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.


თანამედროვე ქართულ კინო-ინდუსტრიაში მსგავსი ჟანრის ფილმები ზოგადად წარმატებით სარგებლობს, რადგან - კრიმინალი, წამალდამოკიდებულება, ადამიანური ურთიერთობები, სოციალური მდგომარეობა - ჯერ კიდევ მუშაობს და შესაბამისად ფილმის რეჟიოსრის გადაწყვეტილება - სიუჟეტი ოთხი ქართველი ძმის კრიმინალურ ისტორიაზე აგებულიყო, კომერციულად ალბათ გამართლებულია.


რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკის ავტორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც, წარსულში თავისი მუსიკით და საშემსრულებლო ნომრებით ცნობილი მომღერალი - გიგა კილაძეა, რომელმაც ეს სტატუსი ალბათ ქართული შოუ-ბიზნესის დეგრადაციასთან ერთად წარსულს გაატანა და უფრო რენტაბელურს - ქართული კინოს განვითარებისთვის ბრძოლას მიჰყო ხელი და რა გამოვიდა საბოლოო ჯამში ამას მაყურებელი კინოთეატრების სცენაზე ნოემბრის დასაწყისიდან იხილავს
ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები არიან დასაქმებულნი - მალხაზ ლაკირბაია, ირაკლი ესიავა, გიგა კუპრავა, კახა კახა ნემსაძე და ლუკა ჯიქია, თუმცა ერთადერთი გიორგი მეგრელიშვილია (მეგრელა), რომელსაც ფილმში პროფესიონალი კინო-მსახიობის სტატუსით იხილავთ.


თბილისში, 40 ლოკაციაზე გადაღებული "ძმების" მონტაჟი და გახმოვანება დასრულებულია, საზოგადოების წინაშე ის, პრემიერის ფორმატში 28 ოქტომბრის საღამო გამოვა.


imageimageimage





0
1549
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0