x
" ქართული ოცნება" -MADE IN RUSSIA!"

ოთო ბუტა მამარდაშვილი"ფაქტია რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის საიდუმლო შეხვედრები გაზპრომის წარმომადგენლებთან ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფლის მომტანია, ფაქტია რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" წარმოებულია რუსეთში, რადგან ამ ხელისუფლების რბილი დამოკიდებულება კრემლის ქმედებებთან რომლებიც აზიანებს ჩვენ სახელმწიფოს მხოლოდ ამას მოწმობს.
როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური გამოდის და ამბობს რომ "რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და, მემგონი, ევროპა არ დაქცეულა ამით", მეჭიაური ამ სიტყვებით ცდილობს დააბრმაოს ქართული საზოგადოება რადგან ევროპა თავად ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთზე ენეგოდამოკიდებულებას, ყველას გვახსოვს როგორ გაყინა ზამთარში და შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებს, ხოლო მეჭიაურის კოლეგა და თანაპარტიელი ეკა ბესელიამ განაცხადა რომ ""გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს"-ამ განცხადებით ბესელიას მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, რადგან ბესელიას რუსეთი მზრუნველი გამოჰყავს არადა ყველა მოაზროვნე ქართველს ახსოვს თუ როგორ ზრუნავდა და ზრუნავს პუტინის რუსეთი ქართველებზე, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის აზრით ეკონომიკა და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ჩვენ რა უნდა გავმიჯნოთ, რაც მთავარია თვითონ რუსეთი არ მიჯნავს და ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებს სირცხვილია ასეთი პრიმიტიული, დემაგოგიური განცხადებების კეთება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მხირდან.
ამ ხელისუფლების სხვა რბილ ქმედებებს რომ თავი დავანებოთ რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ ეს განცხადებებიც საკმარისია რომ ვთქვათ " ქართული ოცნება" -MADE IN RUSSIA!"–წერს ოთო ბუტა მამარდაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

" ქართული ოცნება" -MADE IN RUSSIA!"

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:oto-008
oto-008
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0