x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
კომპიუტერული ვირუსი, ისტორია და საინტერესო ფაქტი (ფოტო + ვიდეო)

image ალბათ ბევრს გაუგია, შეხვედრია და ბევრის კომპიუტერიც დაზიანებულა ქსელში გავრცელებული ვირუსებით, მაგრამ არ იციან მათი შესაძლებლობები, საიდან მოდიან ან როგორ შეიძლება თავის არიდება ....
კომპიუტერული ვირუსი არის დამუშავებული ფაილი, რომელსაც შეუძლია თვითგამრავლება, კოდის განუწყვეტლივ დაწერა და ქსელში ავტომატურად ან მექანიკურად გავრცელება.


John von Neuman
ჯერ კიდევ 1949 წელს მეცნიერი "John von Neuman" ჯონ ფონ ნიუმანი ამტკიცებდა, რომ თვითგამრავლებადი კომპიუტერული პროგრამები გავრცელდებოდა ქსელში მაგრამ იმ დროისთვი ის მხოლოდ თეორია იყო, კომპიუტერული ინდუსტრია ჯერ მაშინ იწყებოდა, როდესაც პირველი ვირუსები შეუშვეს ქსელში და დაიწყეს გამრავლება ...

image


1982 წლის ივლისში, ქსელში პირველი ვირუსი გაჩნდა და ის 15 წლის სკოლის მოსწავლემ "Rich Skrenta" რიჩ სკრენტამ შექმნა, აღნიშნული ვირუსი apple II - სთვის იყო განკუთვნილი.პირველი დაიმფიცირებული კომპიუტერები რიჩის მეგობრების და მისი მათემატიკის მასწავლებლის კომპიუტერები იყო.
image
მსოფლიო აბლაბუდას ქსელში რათქმაუნდა გავრცელებულია ძალიან ბევრი ვირუსი, ვირუსი ბერძნული სიტყვაა "Virus" საწამლავს ნიშნავს, ის მართლაც წამლავს კომპიუტერს, შლის ან ქმნის ფაილებს ფაილებში რომლებზეც ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, ვრცელდება ქსელში და კოდს წერს განუწყვეტლივ რათა თავი გადაირჩინოს და ვერ მოძებნოს ანტივირუსმა, რომელსაც შეუძლია მისი წაშლა, რა თქმა უნდა სიძლიერიდან გამომდინარე ...
- ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რომელი არის ყველაზე საშისი და ძნელად მოსაშორებელი ვირუსი ჩვენს კომპიუტერში?!
image ეს არის "TROJAN.DLL" ქართულად ტროას ცხენს ნიშნავს, ტროანის ვირუსი ყველაზე ხშირად გამოყენებადი, რთულად მისაგნები და ძლიერი ვირუსია, მას ანტი-ვირუსების ბევრი მოდელი ვერ ერევა და ვერ უშლის კოდებს, ამიტომაც ის განაგრძობს თავის სამუშაოს მსხვერპლის კომპიუტერში და აგრძელებს იმ ოპერაციებს რომელიც მის მმართველს პირს უნდა, ხშირად ეს პირები " Blackhat Hackers " შავქუდა ჰაკერები არიან, რომლებიც ამ ვირუსის შეშვების შემდეგ მართავენ მსხვერპლის კომპიუტერს და აქ მხოლოდ ერთი გზა რჩება მსხვერს ვირუსის თავიდან მოსაშორებლად, ეს არის "Windows Setup" ახალი ვინდოუსის ჩატვირთვა კომპიუტერში, კარგი ანტივირუსის დაყენება და სისტემის დაცვა დროულად მანამ, სანამ ახალი ვირუსი არ გამოჩნდება კომპიუტერში, ეს ვირუსი გვხვდება ასევე სხვადასხვა ოპერაციებით და სხვადასხვა დაბოლოებებით მაგალითად "Trojan.dll, Trojan Small Horse.BOG, Trojan.BAT.Anti"



image

- "P.s" თუ გსურთ კომპიუტერის კარგად დაცვა, ვინდოუსის გადაყენების შემდეგ პირველ რიგში გადმოწერეთ და დააყენეთ ანტივირუსი, შემდეგ მთლიანად დაასკანირეთ თქვენი კომპიუტერი და ამის შემდეგ დაიწყეთ იმის გაკეთება რაც თქვენ გსურთ ....

0
486
1-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0