x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134418
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორი იქნებოდა დედამიწა ადამიანების გარეშე?

image



ყველამ კარაგდ ვიცით, რომ ადამიანი თავისი "სასიცოცხლო" რესურსების გამო ავნებს დედამიწას. ქრება უამრავი სხვადასხვა ცხოველების ჯიში, ძალიან სწრაფად მცირდება სასმელი წყლის რესურსიც და სხვა. თუ დედამიწაზე თითოეული ჩვენგანი დაიღუპება და აღარავინ დარჩება დედამიწა ყოველდღე შეიცვლება. მაგრამ რა მხრივ?


როდესაც დედამიწაზე ადამიანი აღარ იქნება რამოდენიმე კვირის შემდეგ დედამიწა გადაიქცევა "საგიჟეთად", ასე ამბობენ ამერიკელი მეცნიერები. შეჩერდება ელექტრო სადგურების მუშაობა, რის გამოც დედამიწაზე ღამით იქნება უკუნითი სიბნელე და საშინელი სიცივე.

ცხოველები სასწრაფოდ გაეშურებიან საკვებისა და სასმელის საძებნელად. დედამიწაზე ამჟამად მილიონობით შინაური ცხოველია. უმეტესობა ვერ გაუძლებს ახალ პირობებს და დაიღუპება. ადამიანის გაქრობის შემდეგ აღარ დაგროვდება ნაგავი რის გამოც ვერ იცოცხლებენ ვირთხები და ტარაკანები.

ჰაერი, რა თქმა უნდა, დასუფთავდება. ადამიანის "გადაშენების" შემდეგ დედამიწაზე ხანძარი ხშირი მოვლენა იქნება. ყველა რკინის "ნივთი", ავტომობილები, ვაგონები, ხიდები და სხვა გადაიქცევიან "ჟანგად". ინფრასტუქტურაც, რა თქმა უნდა, განადგურდება. გზები ჩაიძირება, მიწისქვეშა ხიდები განადგურდება.



ადამიანის გაქრობიდან 50 წლის შემდეგ ნაგებობების უმეტესობა განადგურდება წყალდიდობების, ქარიშხლების და სხვა "კატასტროფის" შედეგად. დარჩენილი სახლები, გზები, რკინიგზები, "ტროტუარები" დაიფარება მცენარეებით. 2 საუკუნის შემდეგ მთლიანი დედამიწა გადაიქცევა ტყედ.
image














ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას არიან ( ადამიანების დამსახურებით ) კვლავ გამრავლდებიან.

დაახლოებით 100 ათასი წლის შემდეგ დედამიწიდან გაქრება ადამიანის არსებობის ყველა კვალი.

0
319
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0